ქუთაისელი გიორგი ცარციძე მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩაირიცხა
“დღეს 1 წლიანი წვალების შემდეგ, როგორც იქნა საბოლოოდ და ოფიციალურად დადასტურდა ჩემი ჩარიცხვა მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში. არამხოლოდ მაგისტრი ვხდები, არამედ იმ პროფესიაში რაც ყოველთვის მინდოდა, მაინტერესებდა და მეამაყებოდა: თამაშეეებიი!
ამ 1 წელიწადში გავაგზავნე აპლიკაციები უამრავ ადგილას, ეს იქნება დაფინანსება, რადგან გერმანიაში უფასოდ მეცხოვრა თუ უფასოდ მესწავლა ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში მთლიან გერმანიაში. მაგრამ შევძელი…დღემდე მახსოვს სულ რომ მეღადავებოდნენ, ადამიანს ყოველთვის უნდოდა საზღვარგარეთ ესწავლა და ქუთაისს ვერ გაცდაო. მეც ხან მწყინდა, ხან მეც ვხუმრობდი. მაგრამ დღის ბოლოს გავცდი მაინც აქაურობას.ძაან ბევრს ნიშნავს ეს დღე ჩემთვის. თითქოს ერთი დიდზე ამოვისუნთქე და მორჩა… მივაღწიე…დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც ამ გზაში დამეხმარა და გვერდში მედგა.ბოლოს კი მინდა ასე მოვრჩე:დედა, მამა ნახეთ შევძელი, გამომივიდა!
მადლობა ყველაფრისთვის!” – ამბობს გიორგი ცარციძე