ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ ჯოკია მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრის დირექტორი დააკავა.
ამის შესახებ უწყებაში ბრიფინგი გაიმართა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ს. ლენტეხის მუნიციპალიტეტის სახელით ასრულებდა საჯარო ფუნქციებს, რომლის დაქვემდებარებაში იყო კულტურის ცენტრი და მასთან არსებული ერთ-ერთი ანსამბლი.
ბრალდებულმა დიდი ოდენობის ქრთამის აღების მიზნით საკონცერტო პროგრამითა და დარბაზის 10 დღით ქირავნობით დაინტერესებულ პირს ქრთამის სახით მოსთხოვა 20 ათასი ლარი“,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ბრალდებული მოთხოვნილი თანხის, 7 ათასი ლარის აღების ფაქტზე დააკავეს.










