ბექჰემების მილიარდერი რძალმა, ნიკოლა პელტცმა გამოცემა Grazia-ს ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. გამოცემასთან ინტერვიუში კი დედამთილთან კონფლიქტის შესახებ ღიად ალაპარაკდა. ის აცხადებს, რომ ვიკტორია მას ქორწილისთვის სამზადისის პროცესში იგნორირებას უკეთებდა. ბრუკლინის ცოლი, რომელსაც ბექჰემების უფროსი ვაჟი აღმერთებს, კვლავ საქორწინო კაბაზე საუბრობს: ‘ვგეგმავდი ვიკტორიას დიზაინით შეკერილი კაბის ჩაცმას და ვფიქრობდი, რომ ეს ძალიან კარგი ჟესტი იქნებოდა. ის რომ მე ჩემი მომავალი დედამთილის მიერ შექმნილ კაბას ჩავიცვამდი, ძალიან ამაღელვებელი იყო ჩემთვის. თუმცა, ის მე ქორწილის მთელი სამზადისის პროცესში იგნორირებას მიკეთებდა. მალევე მან დედაჩემს დაურეკა და უთხრა, რომ მისი მოდის სახლი ამ კაბას ვერ შეკერავდა. რა უნდა მეღონა? მე „ვალენტინოს“ ბრენდის დიდი თაყვანისმცემელი ვიყავი მუდამ, ამიტომაც წავედი და მისი კაბა შევარჩიე“, – აცხადებს ნიკოლა.
“აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას” – გია ვოლსკი
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, აუცილებელია იმ მარშრუტის ზედმიწევნის ცოდნა, რომელსაც საქონელი დახლებამდე გადის, რათა გაირკვეს, თუ რა წარმოქმნის იმ ფასნამატს, „რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს“. როგორც გია ვოლსკიმ, სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირებასთან...










