ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, წინასწარი პროგნოზით ქვეყნის ეკონომიკა 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1%-ით შემცირდა, რაც მძიმე მაჩვენებელია.
“ამ ეტაპზე ჩვენ, სამწუხაროდ, როგორც ეს მოსალოდნელი იყო და როგორც მთელ მსოფლიოში ხდება, ნეგატიურ ზრდაზე გვაქვს საუბარი. ქვეყნის ეკონომიკა, წინასწარი პროგნოზით, შემცირდება 6 პროცენტით დაახლოებით, ეს არის საკმაოდ მძიმე მაჩვენებელი, მაგრამ ეს არის მსოფლიო ტრენდის ნაწილი”, – თქვა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, ჩვენ გვქონდა სერიზული გაჯანსაღება სექტემბერში და ოქტომბრის დასაწყისში, თუმცა მეორე ტალღამ საქართველოს ეკონომიკას თავისი დაღი დაასვა და შედეგები იმაზე მძიმეა, ვიდრე მთავრობა ამას თავიდან პროგნოზირებდა.