პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე დასაქმებულთა გაზრდილ მაჩვენებელზე ისაუბრა. პრემიერის თქმით, ქვეყანაში დასაქმებულთა რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და საქსტატის მონაცემებით, 1 366 000 ადამიანია.
“რაც შეეხება ეკონომოკურ აქტივობას და დასაქმების საკითხებს, წელს ყველა კვარტალში გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა. მესამე კვარტალშიც, მეორეშიც, პირველშიც მნიშვნელოვანი ზრდა გვქონდა. რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია დასაქმებულთა რიცხვმა ქვეყანაში – 1 366 000, ეს ოფიციალურად რაც არის, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია” – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით შემცირდა 20,6%-დან 15.6%-მდე.
რაც შეეხება დაქირავებულთა რიცხოვნობას, მაჩვენებელი გაიზარდა 29.3 ათასი კაცით (3.2%) და 943.2 ათასს მიაღწია.საქსტატის მითითებით, ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა 1.4 ათასით ანუ 0.6%-ით გაიზარდა და 252.2 ათასს მიაღწია.
უწყების ცნობით, გაზრდილია დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაშიც, კერძოდ 1.8 პროცენტული პუნქტის მატების შემდგომ 69% შეადგინა.










