LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქვეყანაში არსებული არაეფექტური სისტემა საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას, სიცოცხლესა და განვითარებას – საია გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიმართავს

ქვეყანაში არსებული არაეფექტური სისტემა საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას, სიცოცხლესა და განვითარებას – საია გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიმართავს

დაპოსტა 2024/02/12-ში
A A
20
ნახვა
გაზიარება

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ეხმაურება ბაღდათის, ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტებში განვითარებულ სტიქიურ მოვლენებს, რომლებმაც 11 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ორგანიზაცია მოუწოდებს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს, უმოკლეს ვადებში გამოაქვეყნოს 2022 წლის გეოლოგიური ანგარიშის ელექტრონული ვერსია.

“გახშირებულმა ბუნებრივმა კატასტროფებმა ნათლად დაგვანახა, რომ მათთან გასამკლავებლად ქვეყანაში არსებული არაეფექტური სისტემა საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას, სიცოცხლესა და განვითარებას. შესაბამისად, სახელმწიფო უწყებებმა უნდა უპასუხონ მთელ რიგ მნიშვნელოვან შეკითხვებს, იმის თაობაზე, თუ რამ გამოიწვია რაჭის, გურიის და ამჟამად აჭარასა და ბაღდათის მუნიციპალიტეტში დატრიალებული ტრაგედიები, რატომ ვერ უზრუნველყო სახელმწიფომ ადამიანების უსაფრთხოება, შეიძლებოდა თუ არა ადამიანური მსხვერპლის თავიდან არიდება, ვის უნდა დაეკისროს პასუხიმგებლობა და რა უნდა გაკეთდეს სამომავლოდ მსგავსი საფრთხეების თავიდან ასარიდებლად”, – ამბობს ორგანიზაია.

2023 წელს რაჭასა და გურიაში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ საიამ შეიმუშავა საადვოკაციო დოკუმენტი – “ადამიანის უფლებები ბუნებრივი კატასტროფების პირისპირ”, რომელშიც ორგანიზაციამ დასვა საკვანძო შეკითხვები ბუნებრივი კატასტროფების რისკის პრევენციასა და მართვასთან დაკავშირებით. საია ამბობს, რომ ამ შეკითხვების უმრავლესობა დღემდე პასუხგაუცემელია ბუნებრივი კატასტროფების რისკების პრევენციასა და მართვაზე პასუხისმგებელი შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ, რომლებზეც მათ, მათ შორის, საჯარო ინფორმაციების გამოთხოვის განცხადებებითაც მიემართათ.

კერძოდ:

  • რატომ არ გააჩნია საქართველოს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის გეგმა?
  • რატომ არ არის დანერგილი ადრეული გაფრთხილების სისტემები, რომლებიც წარმოადგენს როგორც საქართველოს კანონმდებლობიდან, ასევე, სენდაის ჩარჩო – პროგრამიდან გამომდინარე ვალდებულებას? საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადრეული შეტყობინების განვითარების სისტემის შექმნა დაიწყო 2019 წლიდან და 2025 წლისთვის იგეგმება მისი დასრულება.8
  • აქვს, თუ არა, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უსაფრთხოების პასპორტი ყველა მუნიციპალიტეტს და ერთვის თუ არა მათ შესაბამისი რისკის მიხედვით ზონირებული რუკები? უსაფრთხოების პასპორტების არსებობის შემთხვევაში, რატომ არ არის ისინი საჯაროდ ხელმისაწვდომი? მაგალითად, გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში არ არსებობს უსაფრთხოების პასპორტი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან და გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის მომზადების პროცედურა.9 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამსახურმა, დონორული მხარდაჭერით, 21 მუნიციპალიტეტში ჩაატარა სწავლებები უსაფრთხოების პასპორტის შექმნასთან დაკავშირებით და კოორდინაციას უწევს მომზადებული თანამშრომლების მიერ უსაფრთხოების პასპორტის შექმნაზე მუშაობას. 10
  • დღემდე რატომ არ არსებობს კატასტროფის რისკის შემცირების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განახლებული ვარიანტები? საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტი მხოლოდ 2017-2020 წლების პერიოდს ფარავს. თუმცა, არც ისაა შესწავლილი, რამდენად შესრულდა 2017-2020 წლების სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მიზნები და რამდენად ეფექტიანი იყო განხორციელებული ქმედებები. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ინფორმაციით, ამჟამად დასკვნით ეტაპზეა საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განახლების პროცესი, რომლის განახლების შემდეგაც დაიწყება „კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგიის“ და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი.11
  • რატომ გაჭიანურდა საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განახლება? საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტი მხოლოდ 2015-2018 წლებს მოიცავს.
  • შემუშავებულია თუ არა საგანგებო რისკის მართვის გეგმები აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიერ – ეროვნულ და მუნიციპალიტეტების ორგანოების მიერ – ადგილობრივ დონეებზე, მათ შორის, სტიქიით დაზარალებულ მუნიციპალიტეტებში? მაგალითად, ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში არ არის შემუშავებული საგანგებო სიტუაციების რისკის მართვის გეგმები.12 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიხედვით, პროგრამის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, უნდა შემუშავდეს რისკის მართვის ბაზა, ინფორმაციის გაცვლის ერთიანი ავტომატიზებული სისტემა და რისკის გაანგარიშების ციფრული პროგრამები, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება მუნიციპალიტეტების მიერ რისკის მართვის გეგმების შემუშავება.13
  • უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა და რამდენად სათანადოდ არის შედგენილი საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმები?
  • აწარმოებდა თუ არა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო მონიტორინგს სტიქიით დაზარალებულ მუნიციპალიტეტებში? სწორედ ეს უწყებაა პასუხისმგებელი მეტეოროლოგიური, კლიმატური, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური მოვლენების მონიტორინგზე.
  • რატომ ვერ მოხდა საფრთხის დროული იდენტიფიცირება? არსებობს თუ არა სტიქიის ზონებში გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვებისთვის საჭირო პუნქტები და რესურსები?
  • შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან სათანადო ინფორმაციის დროულად მიწოდების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა თუ არა სტიქიის ზონებიდან ადამიანების დროული ევაკუაცია?

ასევე, ამ დრომდე უცნობია, დაინტერესდა თუ არა გამოძიება იმ უწყებების მუშაობის შესწავლით, რომლებსაც არსებული კანონმდებლობით აქვთ მსგავსი ტიპის მოვლენების პროგნოზირების, პრევენციის, საზოგადოების ინფორმირების ვალდებულება.

საია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას დააფიქსიროს პოზიცია მიმდინარე მოვლენებზე, კერძოდ, აიდენტიფიცირებს თუ არა შესაძლო დანაშაულის ნიშნებს. ბუნებრივ კატასტროფებთან დაკავშირებით გამოძიების წარმოება არსებითია უპირველესად სწორედ ფაქტების დადგენის მიზნით.

იხილეთ განცხადება სრულად.

გაზიარება8

დაკავშირებული -პოსტები

ნანა იყო ადამიანი, რომელიც თეატრს არა მხოლოდ წარმოადგენდა, არამედ გულით ატარებდა – გარდაიცვალა ნანა ქაჯაია

by მეგა TV
ივნისი 2, 2026
0
ნანა იყო ადამიანი, რომელიც თეატრს არა მხოლოდ წარმოადგენდა, არამედ გულით ატარებდა – გარდაიცვალა ნანა ქაჯაია
მთავარი

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნანა ქაჯაია გარდიცვალა. მესხიშვილის თეატრი სამძიმრს წერილს აქვეყნებს: "არიან ადამიანები, რომლებიც ხშირად კულისებში რჩებიან, მაგრამ თეატრის ყოველდღიურ ცხოვრებას სწორედ...

დაწვრილებითDetails

რა ეღირება დოლარი და ევრო – ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ივნისი 2, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6660 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6660 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6673 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

საპარლამენტო მდივნის მოადგილის თანამდებობა უქმდება

by მეგა TV
ივნისი 2, 2026
0
საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს
მთავარი

მთავრობის საპარლამენტო მდივანს მოადგილე აღარ ეყოლება. პარლამენტს განსახილველად “საპარლამენტო მდივნის შესახებ“ კანონში ცვლილებები წარედგინა, რომლის მიხედვით, საპარლამენტო მდივნის მოადგილის თანამდებობა უქმდება. როგორც მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, საპარლამენტო მდივნის მოადგილის პოზიციის არსებობა სათანადოდ...

დაწვრილებითDetails

საქართველოში გრამის ფასი შემცირდა – რა ღირს ოქრო

by მეგა TV
ივნისი 2, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
მთავარი

მსოფლიოში ოქროსა და ვერცხლის ფასები ნელ-ნელა, მაგრამ ზრდას განაგრძობს. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 531 დოლარი ღირს, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 1.23%-იან მატებას...

დაწვრილებითDetails

„აჭარის ტელევიზიიდან“ თანამშრომლები გაუშვეს

by მეგა TV
ივნისი 2, 2026
0
„აჭარის ტელევიზიიდან“ თანამშრომლები გაუშვეს
მთავარი

„აჭარის ტელევიზიიდან“ თანამშრომლები გაუშვეს. ირინა ყურუამ, მაია მერკვილაძემ, თეონა ხარაბაძემ, ლევან ურიდიამ და სალომე გეგეშიძემ ელექტრონული წერილები იმის შესახებ, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში შრომითი ხელშეკრულებები შეუწყდათ, დღეს მიიღეს. ინფორმაციას მედიაჩეკერი ავრცელებს. „სულ რამდენიმე...

დაწვრილებითDetails

დედას, რომელმაც 7 წლის შვილი მოკლა, ბრალდება წარედგინა

by მეგა TV
ივნისი 2, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ ბოლნისის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანი შვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ...

დაწვრილებითDetails

4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულ 7 პირს საპროცესო შეთანხმება უფორმდება

by მეგა TV
ივნისი 2, 2026
0
4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულ 7 პირს საპროცესო შეთანხმება უფორმდება
მთავარი

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ერთ-ერთ ეპიზოდზე დაკავებულ 7 პირს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას უფორმებს. როგორლც საქმის პროკურორმა ლაშა ცქვიტარიამ ჟურნალისტებთან განმარტა, აღნიშნულმა პირებმა დანაშაული აღიარეს, მოინანიეს, რის გამოც მათ...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში მამაკაცი მიწისქვეშა გადასასვლელის ჯებირიდან გადავარდა და გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 2, 2026
0
ქუთაისში მამაკაცი მიწისქვეშა გადასასვლელის ჯებირიდან გადავარდა და გარდაიცვალა
მთავარი

ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის ჯებირიდან შუახნის მამაკაცი გვირაბში ჩავარდა და  გარდაიცვალა... იქ დასაქმებულთა განცხადებით, მსგავსი შემთხვევა უკვე მეორედ მოხდა. მათი თქმით, უსაფრთხოების მიზნით, დამცავი მოაჯირების მოწყობას დიდი ხანია ითხოვენ,...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში გოჭების არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა

by მეგა TV
ივნისი 2, 2026
0
სამტრედიაში გოჭების არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სამტრედიაში გოჭების არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს. ფ/პ მ. დ (სამტრედია, დიდგორის მე-3 შეს #9) და ფ/პ ა. ღ (სამტრედია, დიდგორის ქ.140) საქმიანობდნენ ბიზნესოპერატორად რეგისტრაციისა და...

დაწვრილებითDetails

კაცმა სანადირო თოფიდან გასროლით ქალი მოკლა

by მეგა TV
ივნისი 2, 2026
0
ავარიას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
მთავარი

დააკავეს პირი, რომელმაც ქალს, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დამნაშავე პირი მომხდარიდან მალევე ცხელ კვალზე დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი კი ნივთმტკიცებადაა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"