LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ერთადერთი რაციონალური მოთხოვნა არის ხელახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო აქტორებით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაცია – თინა ბოკუჩავა

“ქვეყანას დაეპატრონა ანტიქართული, ანტიეროვნული მოღალატე კრიმინალთა ბანდა”- თინა ბოკუჩავა

დაპოსტა 2025/09/02-ში
A A
26
ნახვა
გაზიარება

როგორც თეა წულუკიანის მამას გამოჰქონდა სასიკვდილო განაჩენები საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ საბჭოთა დროს, დღეს თეა წულუკიანს სურდა, რომ გამოეტანა სასიკვდილო განაჩენი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ქვეყანას დაეპატრონა მოღალატე კრიმინალთა ბანდა, რომელიც პუტინის დავალებით ცდილობს, გადაწეროს საქართველოს უახლესი ისტორია , – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

ბოკუჩავამ საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ “ერთიანი ძალებით, პროტესტით, შეუგუებლობითა და კონსოლიდაციით ღალატის ქრონიკა უნდა დასრულდეს”.

“დღეს ვიმყოფებოდით უსამართლობის ბუდედ ქცეულ სასამართლოში, სადაც მოსამართლედ წოდებულმა პოლიტიკურმა მონამ, თამარ მჭედლიშვილმა პატიმრობის განაჩენი გამოიტანა რვა ახალგაზრდა პოლიტიკური პატიმრის მიმართ და პარალელურად, საქართველოს პარლამენტის შენობას დაპატრონებული მოღალატე მანქურთები პირდაპირ ეთერში საქართველოს აყურებინებდნენ ღალატის ქრონიკას. ამ დროს თეა წულუკიანს განაჩენი გამოჰქონდა არა ერთი, არა ორი, არა სამი პირისთვის ან რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის, რაც არ უნდა ეგონოს მას, არამედ მეორე თაობის საბჭოთა ჯალათს თეა წულუკიანს განაჩენი გამოჰქონდა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.

საქართველო გამართლდა ჰააგას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, ისევე როგორც ევროპის ადამიანის უფლებათა სტრასბურგის სასამართლოში და ეს გამამართლებელი განაჩენი ვერ აიტანა ვლადიმერ პუტინმა და სწორედ ვლადიმერი პუტინის დავალებით შეიქმნა ღალატის კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობდა მეორე თაობის საბჭოთა ჯალათი თეა წულუკიანი.

როგორც თეა წულუკიანის მამას გამოჰქონდა სასიკვდილო განაჩენები საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ საბჭოთა დროს, დღეს თეა წულუკიანს სურდა, რომ გამოეტანა სასიკვდილო განაჩენი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.

დღეს კიდევ ერთხელ, ძალიან ცხადად გამოჩნდა, რომ ქვეყანას დაეპატრონა ყველაზე ანტი-ქართული, ყველაზე ანტი-ეროვნული მოღალატე კრიმინალთა ბანდა, რომელიც პუტინის დავალებით ცდილობს, გადაწეროს საქართველოს უახლესი ისტორია, დააბრალოს ომი საქართველოს, საქართველოს ეროვნული გმირები ანტი-გმირებად გამოაცხადოს და საბოლოოდ, ქვეყანა წაიყვანოს რუსეთის მთავარ ამოცანამდე – ეს არის ქართული სახელმწიფოს ტოტალური განადგურება, რუსეთზე დამონება და ტერიტორიული დანაწევრება.

ამ ღალატისთვის ემზადება სწორედ ივანიშვილის რუსული რეჟიმი და ეს ღალატის ქრონიკა ჩვენ ჩვენი ერთიანი ძალებით უნდა დავასრულოთ. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” იდგა, დგას და იდგება ქართული სახელმწიფოს სადარაჯოზე, როგორც 2008 წელს, როდესაც ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანა არ ჩააბარა მტერს, დღესაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ქვეყანას არ ჩააბარებს მტერს.

უნდა გავერთიანდეთ და ერთიანი ძალებით, ჩვენი კონსოლიდაციით, ჩვენი პროტესტით, ჩვენი შეუგუებლობით უნდა დავასრულოთ ეს ღალატის ქრონიკა, რომელიც ჩვენ დღეს ღალატის კომისიის დასკვნის გამოცხადებისას საქართველოს პარლამენტის შენობაში ვიხილეთ, რომელიც უნდა იყოს ხალხის მიერ მინიჭებული ლეგიტიმაციის წყარო, ხოლო დღეს იქცა ღალატის ბასტიონად, საიდანაც ცდილობენ ქართული სახელმწიფოს დასამარებას”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გაზიარება10

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში ერთმანეთს საპატრულო პოლიციის ავტომობილი და ტაქსი შეეჯახა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ქუთაისში ერთმანეთს საპატრულო პოლიციის ავტომობილი და ტაქსი შეეჯახა. - iინფორმაციას "ინფო იმერეთი" ავრცელებს. შემთხვევა ე.წ. სამტრედიის ხიდთან მოხდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით  მსუბუქად დაშავებულია რამდენიმე პირი. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო....

დაწვრილებითDetails

რას ამბობს შსს 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსზე

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
რას ამბობს შსს 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსზე
მთავარი

ორი სიტყვა, Арцыд растаг, (სავარაუდოდ, ოსურ ენაზე æрцыд рæстæг) "მოვიდა დრო", 12 წლის წინ, მლეთაში გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის ფეისბუკის გვერდზე, 18 აგვისტოს, გვიან ღამით დაიპოსტა. დაკარგული ბიჭის დედამ...

დაწვრილებითDetails

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

დღეს თბილისის დროით 13:50-ზე აფხაზეთში 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა",- ინფორმაციას ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

ცნობილია გომის მთაზე დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ცნობილია გომის მთაზე დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა
მთავარი

გომის მთაზე მომხდარ მძიმე ავარიას, 21 წლის გლებ მელნიკისა და მისი 20 წლის საცოლის, ანასტასია ფილიუკის სიცოცხლე ემსხვერპლა.ახალგაზრდა წყვილი ბელარუსის ქალაქ ბრესტიდან იყო. ისინი ახლახან დაინიშნენ და ქორწილს გეგმავდნენ.ბელორუსული მედიის...

დაწვრილებითDetails

თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა
მთავარი

2020 წელს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა შვილის საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვს - ოჯახმა განცხადებით პროკურატურას რამდენიმე წუთის წინ მიმართა. როგორც თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, დარწმუნებულია, რომ მისი შვილის სიკვდილი „კომპრომატებს უკავშირდება“....

დაწვრილებითDetails

შიო III – ფერისცვალება უნდა დავიწყოთ მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი, ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მეუფე შიო გახდა
მთავარი

ფერისცვალება უნდა დავიწყოთ ჩვენი მოყვასით, მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი, ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით. თუ ვეცდებით და ასე ვიშრომებთ, უფალი შეგვეწევა, თავის მადლს მოგვცემს....

დაწვრილებითDetails

ღარიბაშვილს კომპრომატები აქვს, რომელიც სავარაუდოდ, თამუნას მოაძებნინეს – ბაჩალიაშვილის დედა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
შექმნილი კოდი შესაძლებელია საშიში იყოს – ბაჩალიშვილის საქმის ახალი დეტალები
მთავარი

ერთ საათში პროკურატურასთან კიდევ ერთი შვილმკვდარი დედის პროტესტი იწყება - თამარ ბაჩალიაშვილის დედა 6 წლის წინ ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეზე ახალ გამოძიებას ითხოვს. ოფიციალურად  თეონა თამაზაშვილი პროკურატურას დღეს მიმართავს. გარდაცვლილი ქალის...

დაწვრილებითDetails

Meta სოციალურ მედიაზე დამოკიდებულების ბრალდებით სასამართლოზე წარდგება

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ევროკავშირმა META, არაჯანსაღი კონკურენციის გამო, 800 მილიონამდე ევროთი დააჯარიმა
მთავარი

Meta-ს წინააღმდეგ ფედერალური სასამართლო პროცესი, რომელშიც ტექნოლოგიური გიგანტი ახალგაზრდებში ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისში წვლილს ადანაშაულებს, გუშინ დაიწყო. Sky News-ის ცნობით, ეს ამ ტიპის ყველაზე მასშტაბური სასამართლო პროცესია, რომლის დროსაც ათობით შტატი...

დაწვრილებითDetails

აუცილებელია დროული რეაგირება სახელმწიფოს, შესაბამისი უწყებებისა და მშობლებისაგან! – რა კადრებს ავრცელებს საპატრიარქო

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
აუცილებელია დროული რეაგირება სახელმწიფოს, შესაბამისი უწყებებისა და მშობლებისაგან! – რა კადრებს ავრცელებს საპატრიარქო
მთავარი

საქართველოს საპატრიარქო არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩართვის ფაქტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან სათანადო რეაგირება უნდა მოჰყვეს. საპატრიარქო განმარტავს, რომ არასრულწლოვანთა ნებისმიერი ფორმით წახალისება აზარტული თამაშებისკენ თავისი...

დაწვრილებითDetails

IP უკვე გარკვეული მაქვს – რას ამბობს ტარიელ კაკაბაძე

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ტარიელ კაკაბაძე გურამ დადიანიძის საქმეზე განცხადება ავრცელებს
მთავარი

"დედა, ცოცხალი ვარო, ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP უკვე გარკვეული მაქვს, პირდაპირ გეუბნებით. არ მინდა ამის გამხელა, ხელი მეშლება გამოძიებაში" - უთხრა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ "TV პირველს". ცნობისთვის, "ფეისბუქზე" გურამ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"