LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რა დახმარებას მიიღებენ ჯილეხით დაცემული ცხოველის მეპატრონეები

ქვემო ქართლში ჯილეხის შემთხვევები გამოვლინდა

დაპოსტა 2022/08/05-ში
A A
121
ნახვა
გაზიარება

ქვემო ქართლში ჯილეხის (ციმბირის წყლულის) გამოვლენის გამო, სურსათის ეროვნული სააგენტო დაავადების საწინააღმდეგო ღონისძიებებს ატარებს.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონულმა სამმართველომ მიიღო ინფორმაცია დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კარაბულახში ორი სული მსხვილფეხა პირუტყვის დაცემის შესახებ. სააგენტოს ვეტერინარები მყისიერად გავიდნენ ადგილზე, აიღეს პათოლოგიური მასალა და გამოიკვლიეს აკრედიტებულ ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დაავადება ჯილეხი დადასტურდა“, – აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, სააგენტოს ვეტერინარულმა სამსახურმა პირუტყვის დაცემის ადგილებზე განახორციელა კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებები. „ცხოველების ჯილეხთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესის“ შესაბამისად, დაცემული პირუტყვი დაიწვა და დაიმარხა, ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, მიმდებარე პერიმეტრზე მიმდინარეობს ცხოველების პროფილაქტიკური ვაქცინაცია. ასევე, ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეთანხმებით, ზემო კარაბულახის ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი, რაც გულისხმობს საკარანტინო ტერიტორიაზე პირუტყვის გადაადგილების, ცხოველების ბაზრობების მოწყობის, ცხოველებისგან მიღებული ნაწარმის მოხმარებისა და რეალიზაციის შეზღუდვას.

„ჯილეხი (ციმბირის წყლული) – ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდებიან შინაური და გარეული ცხოველები. ჯილეხით ავადდება ადამიანიც. ადამიანის დაინფიცირება ძირითადად დაავადებული ცხოველის დაკვლის, მისი ხორცის გამოყენებით ან დაბინძურებული ნიადაგიდან ხდება. საქართველოში რეგისტრირებულია 2000-ზე მეტი ნიადაგობრივი კერა. ახალი კერის წარმოქმნას განაპირობებს დაავადებული ცხოველის დაკვლა ან გაკვეთა, პირუტყვის ლეშის გადაგდება და ა.შ. აქედან გამომდინარე, დაავადების შემთხვევების დროული გამოვლენა და შესაბამისი უწყებების ინფორმირება უმნიშვნელოვანესია.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები ჯილეხის საწინააღმდეგოდ ყოველწლიურად მილიონამდე ცხოველს ცრიან“, – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

თეგები: ციმბირის წყლულიჯილეხი
გაზიარება48

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.   ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.   თბილისის დროით 00:10-ზე, ბიძგები ნინოწმინდაში, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.   მიწისძვრის სიმძლავრემ 3 მაგნიტუდა შეადგინა.

დაწვრილებითDetails

13 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +16, +21°, დღისით +28, +33°; მთაში ღამით +12, +17°,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში მერვე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

ქუთაისში ბუხაიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა. როგორც ,,მეგა ტვ"-ს წყარო უყვება მერვე სართულის აივანი ჩამოიშალა, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი
მთავარი

მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი - ინფორმაცას სოციალურ ქსელში მიშა შენგელია ავრცელებს. "ქალბატონი მზია იყო გამორჩეული ნიჭისა და ბუნების ადამიანი, რომლის შემოქმედებაც ჩვენი ქალაქის სიყვარულითა და პატივისცემით იყო გაჟღენთილი.იგი...

დაწვრილებითDetails

28 000-მდე ლარი მოტყუებით ჩაარიცხინა – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
პოლიცია კანონის წესების სრული დაცვით იყო ასული აღნიშნულ გემზე – შსს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.   საქმეზე...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს, მათ შორის...

დაწვრილებითDetails

როგორ არ შეგვარგეს ბედნიერი ცხოვრება – რას წერს მოკლული ბიჭის დეიდა

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
თბილისში მოკლული არასრულწლოვანი დათო ნა­რი­მა­ნი­ძეა
მთავარი

მკვლელობა თბილისში. მოკლულია 17 წლის ბიჭი. შემთხვევა ლოტკინის დასახლებაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, თანატოლები დაბადების დღის აღსანიშნავად შეიკრიბნენ, შეკრებილი იყო 10-მდე ახალგაზრდა. არაოფიციალური ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკება სადღეგრძელოს მოჰყვა, რა დროსაც არასრულწლოვანი ფეხზე...

დაწვრილებითDetails

12 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +12, +17°, დღისით +27, +32°; მთაში ღამით +9, +14°, დღისით +25, +30°;...

დაწვრილებითDetails

3 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
3 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა
მთავარი

მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე, 3 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა - ინფორმაციას მარნეული ნიუსი ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ბავშვი კლინიკა „ავერსში“ გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა.

დაწვრილებითDetails

ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავებს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა – შიო III

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
„მინდა გადმოგცეთ ილია მეორის ლოცვა-კურთხევა …“ – მეუფე შიო
მთავარი

ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავებს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა, - ამის შესახებ ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, შიო მესამემ წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"