LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქართულ ქეიფს და სუფრას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა

ქართულ ქეიფს და სუფრას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა

დაპოსტა 2020/02/19-ში
A A
1k
ნახვა
გაზიარება

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს – „ქართულ მრავალხმიანობასა“ და „ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართული სუფრა)“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე განმარტებით, ეს ხელს შეუწყობს უნიკალური ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციას, მათ შენარჩუნებასა და მომავალი თაობისთვის გადაცემას.

„ქართული მრავალხმიანობა“, რომელიც 2001 წელს UNESCO-მ კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრად აღიარა, ქართველი ხალხის ტრადიციული მუსიკალური კულტურისა და ყოფის განუყოფელი ნაწილი იყო. იგი წარმართული ეპოქისთვის დამახასიათებელი სინკრეტული ფორმებით გამოხატავდა თავიდან ქართველური ტომების, შემდეგ კი ქართველი ერის მსოფლშეგრძნებას, სამყაროს ხედვის თავისებურებებსა და წარმოდგენებს.

ქრისტიანულ ეპოქაში იგი განაგრძობდა სიცოცხლეს როგორც საერო ყოფის, ისე სასულიერო ღვთისმსახურების განუყოფელი ნაწილი და ხალხურ წარმოდგენებთან ერთად ქართველი ერის ქრისტიანულ მსოფლმხედველობას გამოხატავდა.

მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან საზოგადოებრივ ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებები ქართულ ტრადიციულ საერო და სასულიერო მრავალხმიანობაშიც აისახა.

საქართველოს ზოგიერთ სოფელში პირვანდელი სახით შემორჩენილი საერო მრავალხმიანობა, უმეტესწილად სასცენო-საშემსრულებლო სახით არსებობს. თავისი მაღალი მხატვრული ღირებულების გამო ამჟამად მხატვრულ-ესთეტიკურ ფუნქციას ასრულებს და ქართველების ეროვნული იდენტობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს.

ქართული მრავალხმიანობა 2008 წელს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კონვენციასთან საქართველოს შეერთების შემდეგ, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეიტანეს.

„ქართულ მრავალხმიანობას“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2014 წელს მიენიჭა.

რაც შეეხება „ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართული სუფრა)“ ის გავრცელებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, როგორც ქალაქებში, ისე სოფლებში მცხოვრებ ოჯახებში. სუფრის კულტურა, რელიგიური და ეროვნული განსხვავების მიუხედავად, ასევე გავრცელებულია საქართველოს ყველა თემში.

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის „ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართული სუფრა)“ წარმოშობის თარიღის განსაზღვრა რთულია. 2006 წელს აღმოჩენილი ბრინჯაოს მცირე ზომის ქანდაკება ძველი წელთაღრიცხვის მე-7 საუკუნეს მიეკუთვნება. მინიატურული ზომების მიუხედავად, მამაკაცის ქანდაკება ყანწით ხელში თანამედროვე თამადის ისტორიულ წინაპრად არის მიჩნეული.

ქართული სუფრის შესახებ მნიშვნელოვან ცნობებს ასევე იძლევა ადრეული, შუა და გვიანი პერიოდის წერილობითი წყაროები, როგორიცაა: „შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“, „ქართლის ცხოვრება“, „ხელმწიფის კარის გარიგება“, „დასტურლამალი“, იესე ბარათაშვილის „ცხოვრება-ანდერძი“, „კალმასობა“. აქვე უნდა აღინიშნოს XV-XIX სს. მოგზაურთა: ამბროზიო კონტარინის, დიონიჯი კარლის, ჟან შარდენის ჩანაწერები და სხვა მასალები.

„ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართული სუფრა)” არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

წყარო:ipn

თეგები: მრავალხმიანობასუფრაქეიფი
გაზიარება460

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს

by მეგა TV
ოქტომბერი 22, 2026
0
საქართველოს ეროვნული ბანკის 200-მდე თანამშრომელი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ემიჯნება
მთავარი

საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს. „ბოლო პერიოდში კვლავ დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც უცნობი პირები მოქალაქეებს მობილური აპლიკაცია WhatsApp-ის და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით უკავშირდებიან და თავს საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებად აცნობენ....

დაწვრილებითDetails

დიტო ჩუბინიძე იმერეთში დააკავეს და თბილისში ახლა გადმოჰყავთ – ადვოკატი

by მეგა TV
ოქტომბერი 22, 2026
0
პროკურატურამ საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავა
მთავარი

საბოტაჟის ბრალდებით დაკავებულ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის ადვოკატის, ნონა ფილაურის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი იმერეთში დააკავეს და ახლა მისი ეტაპირება ხორციელდება. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ფილაური აცხადებს, ჩუბინიძეს ბრალს სავარაუდოდ,...

დაწვრილებითDetails

რა ხდება სახლში, სადაც ყოველდღიურად საკმეველი ინთება

by მეგა TV
ოქტომბერი 22, 2026
0
რა ხდება სახლში, სადაც ყოველდღიურად საკმეველი ინთება
მთავარი

საკმეველს აქვს მადლი და კურნების ძალა. იცოდით, რომ სასიამოვნო სუნის ფრქვევის გარდა, მას განკურნება შეეძლო? ძველი საუკუნეებიდან მოყოლებული საკმევლის დახმარებით ინტენსიურად კურნავდნენ სნეულებს. ბიბლიაშიც ნათქვამია, თუ როგორ კარნახობდა უფალი მოსეს,...

დაწვრილებითDetails

სახალხო დამცველი, დავით ფეიქრიშვილის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 22, 2026
0
“ეს შემთხვევა მთელი საზოგადოების ტრაგედიაა” – სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს
მთავარი

სახალხო დამცველი, ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ინფორმაცია, რომ თითქოს 19 ოქტომბერს პირადად სახალხო დამცველი იმყოფებოდა დავით ფეიქრიშვილის მონახულების მიზნით, არ შეესაბამება სიმართლეს. ამასთან,...

დაწვრილებითDetails

“ნუ შეეშინდებათ ჩემი დანახვის ქუჩაში”-თამაზ ელიზბარაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 22, 2026
0
თამაზ ელიზბარაშვილი ბრალს არ აღიარებს – ადვოკატი
მთავარი

ერთს ვიტყვი იმ შვიდი ბიჭის მისამართით, რომ ნუ შეეშინდებათ ჩემი დანახვის ქუჩაში. მე არ ვაპირებ სახლში ჩაკეტვას და უნდა ვიმოძრაო ქუჩაში და მე რომ დამინახავენ, ნუ შეეშინდებათ და ნუღარ გაიქცევიან...

დაწვრილებითDetails

სემეკი წლის ბოლოს ბუნებრივი აირის და წყალმომარაგების ტარიფების გადახედვას აპირებს – ნარმანია

by მეგა TV
ოქტომბერი 22, 2026
0
ხვალ, ვისთან გაითიშება დენი მთელი დღის განმავლობაში – გადაამოწმეთ მისამართები
მთავარი

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, მიმდინარე წლის ბოლოს ბუნებრივი აირის და წყალმომარაგების ტარიფების გადახედვა იგეგმება. ნარმანიას თქმით, წლის ბოლოსთვის არ იგეგმება ელექტროენერგიის ტარიფის  გადახედვა. "მარეგულირებელ კომისიას ამ წლის ბოლოს არ უწევს ელექტროენერგიის...

დაწვრილებითDetails

“რისკის ჯგუფებისთვის ვაქცინაცია კატეგორიულად აუცილებელია” – ივანე ჩხაიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 22, 2026
0
ქვეყანაში დაფიქსირებული ვირუსების 7% არის კორონავირუსი – ივანე ჩხაიძე
მთავარი

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ივანე ჩხაიძე განმარტავს, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებისგან თავის შეკავება აუცილებელია იმ დღეს, როდესაც ადამიანს აღენიშნება მაღალი ტემპერატურა ან მწვავე დაავადების ნიშნები,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისი ხონის გზაზე ავარია მოხდა

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

ქუთაისი ხონის გზაზე ავარია მოხდა. როგორც ,,მეგა ტვ" წყარომ განუცხადა  შემთხვევა ცოტა ხნის წინ სოფელ კუხის ტერიტორიაზე მოხდა.  მისივე ცნობით, ავარიის შედეგად ერთი ავტომობილი აალდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ცნობილი არაა....

დაწვრილებითDetails

3 საკვები, რომელიც თავის ტკივილს იწვევს

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
თავის ტკივილი და გამომწვევი მიზეზები
მთავარი

თავის ტკივილი 200-ზე მეტი დაავადების სიმპტომია. ზოგიერთი სახის თავის ტკივილი შეიძლება იყოს მემკვიდრეობითი, მაგალითად შაკიკი. ასე რომ, ადამიანი მემკვიდრეობით იღებს გარკვეულ გენებს, რომლებიც გარკვეულ გარემოებებში იწვევს თავის ტკივილის შეტევებს. შაკიკი...

დაწვრილებითDetails

ევროპარლამენტმა ახალი რეგულაცია დაამტკიცა

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
უამინდობის გამო ფრენები გაუქმდა
მთავარი

ევროპარლამენტმა ახალი რეგულაცია დაამტკიცა, რომელიც მგზავრებს ტრანსპორტით გადაადგილების შეფერხების შემთხვევაში თანხის დაბრუნებას გაუმარტივებს. ახალი წესების თანახმად, მგზავრებს თანხის სრულად დაბრუნების მოთხოვნა სტანდარტული ფორმის საშუალებით შეეძლებათ. რეგულაციას მხარი 652-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"