LIVE TV
ხუთშაბათი, ნოემბერი 20, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ქართულ ქეიფს და სუფრას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა

დაპოსტა 2020/02/19-ში
998
ნახვა
გაზიარება

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს – „ქართულ მრავალხმიანობასა“ და „ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართული სუფრა)“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე განმარტებით, ეს ხელს შეუწყობს უნიკალური ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციას, მათ შენარჩუნებასა და მომავალი თაობისთვის გადაცემას.

„ქართული მრავალხმიანობა“, რომელიც 2001 წელს UNESCO-მ კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრად აღიარა, ქართველი ხალხის ტრადიციული მუსიკალური კულტურისა და ყოფის განუყოფელი ნაწილი იყო. იგი წარმართული ეპოქისთვის დამახასიათებელი სინკრეტული ფორმებით გამოხატავდა თავიდან ქართველური ტომების, შემდეგ კი ქართველი ერის მსოფლშეგრძნებას, სამყაროს ხედვის თავისებურებებსა და წარმოდგენებს.

ქრისტიანულ ეპოქაში იგი განაგრძობდა სიცოცხლეს როგორც საერო ყოფის, ისე სასულიერო ღვთისმსახურების განუყოფელი ნაწილი და ხალხურ წარმოდგენებთან ერთად ქართველი ერის ქრისტიანულ მსოფლმხედველობას გამოხატავდა.

მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან საზოგადოებრივ ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებები ქართულ ტრადიციულ საერო და სასულიერო მრავალხმიანობაშიც აისახა.

საქართველოს ზოგიერთ სოფელში პირვანდელი სახით შემორჩენილი საერო მრავალხმიანობა, უმეტესწილად სასცენო-საშემსრულებლო სახით არსებობს. თავისი მაღალი მხატვრული ღირებულების გამო ამჟამად მხატვრულ-ესთეტიკურ ფუნქციას ასრულებს და ქართველების ეროვნული იდენტობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს.

ქართული მრავალხმიანობა 2008 წელს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კონვენციასთან საქართველოს შეერთების შემდეგ, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეიტანეს.

„ქართულ მრავალხმიანობას“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2014 წელს მიენიჭა.

რაც შეეხება „ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართული სუფრა)“ ის გავრცელებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, როგორც ქალაქებში, ისე სოფლებში მცხოვრებ ოჯახებში. სუფრის კულტურა, რელიგიური და ეროვნული განსხვავების მიუხედავად, ასევე გავრცელებულია საქართველოს ყველა თემში.

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის „ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართული სუფრა)“ წარმოშობის თარიღის განსაზღვრა რთულია. 2006 წელს აღმოჩენილი ბრინჯაოს მცირე ზომის ქანდაკება ძველი წელთაღრიცხვის მე-7 საუკუნეს მიეკუთვნება. მინიატურული ზომების მიუხედავად, მამაკაცის ქანდაკება ყანწით ხელში თანამედროვე თამადის ისტორიულ წინაპრად არის მიჩნეული.

ქართული სუფრის შესახებ მნიშვნელოვან ცნობებს ასევე იძლევა ადრეული, შუა და გვიანი პერიოდის წერილობითი წყაროები, როგორიცაა: „შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“, „ქართლის ცხოვრება“, „ხელმწიფის კარის გარიგება“, „დასტურლამალი“, იესე ბარათაშვილის „ცხოვრება-ანდერძი“, „კალმასობა“. აქვე უნდა აღინიშნოს XV-XIX სს. მოგზაურთა: ამბროზიო კონტარინის, დიონიჯი კარლის, ჟან შარდენის ჩანაწერები და სხვა მასალები.

„ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართული სუფრა)” არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

წყარო:ipn

თეგები: მრავალხმიანობასუფრაქეიფი
გაზიარება458

დაკავშირებული -პოსტები

შეიკრა წიგნები, ალბომები… გამოჩნდა ცარიელი თაროები – ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა რეაბილიტაციისთის ემზადება

ნოემბერი 19, 2025
16
ფოტო: ნანული ცხვედიანი
მთავარი

"შეიკრა წიგნები, ალბომები და ბროშურები, ყველაფერი ფორმატების მიხედვით ჩალაგდა ყუთებში, ახრიწინდა ასეულობით მეტრი "სკოჩი" და გამოჩნდა ცარიელი თაროები... ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის წინასარემონტო სამზადისში აქტიურად ჩაერთო ჩვენი -...

დაწვრილებითDetails

გზებზე დაშავებისა და გარდაცვალების მაჩვენებლით ევროპაში პირველ ადგილზე ვართ – ალექსანდრე დარახველიძე

ნოემბერი 19, 2025
17
მთავარი

საქართველო საავტომობილო გზებზე დაშავებისა და გარდაცვალების მაჩვენებლით კვლავ მაღალ ნიშნულზეა და ევროპაში პირველ ადგილზე ვართ - საქართველოში, ყოველწლიურად 100 000 მოსახლეზე საშუალოდ 11 ადამიანი კვდება, მაშინ როდესაც ევროპული საუკეთესო მაჩვენებელი არის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში 48 წლის ქალმა პირველი შვილი გააჩინა

ნოემბერი 19, 2025
60
მთავარი

48 წლის ქუთაისელი  ლია ასკურავა პირველი შვილის დედა გახდა. ქალი უშვილობის 15 წელი ებრძოდა. 9 თვის მანძილზე პაციენტის ორსულობა კლინიკა ,,ბომონდის ,, მეან-გინეკოლოგმა, რეპროდუქტოლოგმა თეონა ლორთქიფანიძემ მართა. პატარა სესილი სინატაშვილი...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა

ნოემბერი 19, 2025
45
მთავარი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ სამტრედიის წყალარინებისა და სანიაღვრე ინფრასტრუქტურის მასშტაბურ მშენებლობას იწყებს. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი შონიამ და კონტრაქტორი კომპანია - „JV of YDA Insaat San....

დაწვრილებითDetails

ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს

ნოემბერი 19, 2025
759
მთავარი

დედოფლისწყაროში 45 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა 18 ნოემბერს  ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. მეზობლების თქმით, კაცი ბოლო პერიოდში არ გამოჩენილა, მოსაკითხად სახლში მისულ ძმას ის უკვე გარდაცვლილი დახვდა. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო...

დაწვრილებითDetails

ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

ნოემბერი 19, 2025
19
მთავარი

ხობის მუნიციპალიტეტში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ჭალადიდში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული უცხო ქვეყნის მოქალაქეა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის...

დაწვრილებითDetails

“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)

ნოემბერი 19, 2025
799
მთავარი

მოსკოვის აღმოსავლეთით, შოკის მომგვრელი სურათი აღმოაჩინა პოლიციამ. სამართალდამცველებმა გოლიანოვსკის ტბასთან ახლოს, ჩანთაში ბავშვის ნეშტი იპოვეს. ცხედარი სკოლის მოსწავლეს ეკუთვნოდა. SHOT- ის აინფორმაციით, ბავშვი, დაახლოებით 6 წლის იყო. პოლიციის ინფორმაციით, ბიჭის ცხედარი დანაწევრებული იყო;...

დაწვრილებითDetails

გამოწვეულია თუ არა ხელების დაბუჟება თრომბით – გიორგი ღოღობერიძის განმარტება

ნოემბერი 19, 2025
34
მთავარი

ხელების დაბუჟება ბევრ ადამიანს აწუხებს და ეს  შეიძლება, რამდენიმე მიზეზით იყოს გამოწვეული. ექიმი გიორგი ღოღობერიძე 4 მიზეზს ასახელებს. „პირველი მიზეზი მაჯის გვირაბის სინდრომია. ეს არის დაავადება, რომლის დროსაც, მაჯის არეში...

დაწვრილებითDetails

მნიშვნელოვანი სიახლე ჯანდაცვის სამინისტროსგან

ნოემბერი 19, 2025
442
მთავარი

დანიური კომპანია Novo Nordisk-ის წარმოებული ინსულინი საქართველოშია, შესაბამისად, ტიპის 1 დიაბეტის მქონე ბავშვების მკურნალობა პრეპარატ „ნოვორაპიდით“ ხელმისაწვდომია, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პაციენტებს შეუძლიათ თავად აირჩიონ...

დაწვრილებითDetails

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

ნოემბერი 18, 2025
455
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს - არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა. „შეუმოწმებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის გამოყენება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებებით ინფიცირების მაღალი...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».