“ქართულ ოცნებას” მილიონი შანსი ჰქონდა, არ ეღალატა საქართველოსთვის, მაგრამ მაინც არჩიეს, რომ პუტინს დამორჩილებოდნენ. ისტორია არასდროსაა კეთილი მოღალატეების მიმართ.
მიუხედავად ამ წარუმატებლობისა, ქართველი ხალხისთვის ისტორია კარგად მთავრდება. ადრე თუ გვიან, ისინი შეუერთდებიან ევროკავშირს და ამას ვერც რუსეთი და ვერც მათი მართული ჯგუფები ვერ შეცვლიან” – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა X-ზე დაწერა და ვეტოს დაძლევას გამოეხმაურა.










