ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კონფერენცია – „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი“ გაიმართა. მეოცე საიუბილეო ღონისძიება საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა, ფონდ „ქართუს“ პროექტების დირექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თეა იმედაძემ გახსნეს. შეხვედრაზე ხაზი გაესმება ქუთაისის ადრონული თერაპიის ცენტის განვითარების მნიშვნელობას, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ეწყობა.