“ქართულმა ოცნებამ” პირწმინდად წააგო პოლიტიკური ცენტრი დედაქალაქი – გაიმართება მეორე ტური, – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ეზიტპოლის შედეგების შეფასებისას.
ნიკა მელიამ ამომრჩეველს აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა.
“ძალიან დიდი მადლობა ყველა ამომრჩეველს აქტიურობისთვის, გვერდში დგომისთვის და თანადგომისთვის.
ამ ქვეყნის მომავლის საკეთილდღეოდ და არა კონკრეტულად ცალკე აღებული კანდიდატი ან პოლიტიკური პარტია მყავს მხედველობაში.
ჩვენ დღეს თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ “ქართულმა ოცნებამ”, პირწმინდად წააგო პოლიტიკური ცენტრი დედაქალაქი და საკრებულო იქნება ოპოზიციური პარტიების მიერ დაკომპლექტებული, უმრავლესობა არის ოპოზიციური პარტიების მიერ დასაკომპლექტებელი და ვნახეთ შედეგები მერის არჩევნების ნაწილში, აქ, რა თქმა უნდა, გაიმართება მეორე ტური, სადაც ერთიანი ოპოზიციური ფრონტით, კოალიციურ მმართველობაში იქნება, როგორც საკრებულო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლება თვითმმართველობის დონეზე, თბილისის მუნიციპალიტეტში”, – განაცხადა ნიკა მელიამ.










