Tasteatlas-ის მსოფლიოში 100 საუკეთესო სამზარეულოს 2023-2024 წლების რეიტინგში საქართველო 26-ე ადგილს იკავებს. Tasteatlas-ი წერს, რომ ქართული სამზარეულო ცნობილია შემდეგი კერძებით: აჭარული ხაჭაპური, ხინკალი, ლობიო, იმერული ხაჭაპური, ხარჩო, მწვადი, ქათამი კეცზე, ჩურჩხელა, კუპატი, აჯიკა, ლობიანი და ა.შ.
აღსანიშნავია ისიც, რომ საუკეთესო სამზარეულოების რეიტინგში საქართველოს რეგიონში თურქეთი უსწრებს. კერძოდ, თურქული სამზარეულომ მე-15 ადგილი დაიკავა. რეგიონის ქვეყნების სარეიტინგო ადგილები ასეთია:
- თურქეთი – მე-15 ადგილი
- რუსეთი 41-ე ადგილი
- სომხეთი 69-ე ადგილი
- აზერბაიჯანი 77-ე ადგილი
აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიოში საუკეთესოდ იტალიური სამზარეულო დასახელდა. იტალიას რეიტინგში მოსდევს იაპონია და საბერძნეთი.
უფრო კონკრეტულად, Top 10 ქვეყანა საუკეთესო სამზარეულოების რეიტინგში ასე გამოიყურება:
- იტალია
- იაპონია
- საბერძნეთი
- პორტუგალია
- ჩინეთი
- ინდონეზია
- მექსიკა
- საფრანგეთი
- ესპანეთი
- პერუ