ქართული პასპორტი გლობალურ რეიტინგში ამერიკის, თურქეთის და კიდევ 152 ქვეყნის პასპორტებს უსწრებს.
passportindex.org-ის მონაცემებით, საქართველოს პასპორტი 199 ქვეყანას შორის 47–ე ადგილს იკავებს და უკეთესი პოზიციები აქვს, ვიდრე მაგალითად ამერიკას, თურქეთს, მონტენეგროს, ისრაელს და ა.შ.
passportindex.org-ის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეს უვიზოდ შეუძლია 57 ქვეყანაში მოგზაურობა, 33 ქვეყანაში საზღვარზე შეუძლია ვიზის აღება, ხოლო 108 ქვეყანაში ვიზა დასჭირდება.
ათეულში ასევე მოხვდნენ – ახალი ზელანდია, ფინეთი, ავსტრია, ლუქსემბურგი, ირლანდია, სამხრეთ კორეა, შვეიცარია, ავსტრალია და დანია.
რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს – რეიტინგში თურქეთი 56-ე ადგილზე, სომხეთი – 136-ე ადგილზე, აზერბაიჯანი -125-ე ადგილზე, რუსეთი კი მე-60 პოზიციაზეა.
passportindex.org-ის მონაცემებით, რეიტინგში ბოლო, 199-ე ადგილს იკავებს ერაყის მოქალაქის პასპორტი. ერაყელებს უვიზოდ შეუძლიათ მხოლოდ 3 ქვეყანაში მოგზაურობა, საზღვარზე ვიზის აღება 23 ქვეყანაში, ხოლო 172 ქვეყანაში შესვლისთვის მათ ვიზა საკონსულოებში უნდა აიღონ. ერაყთან ერთად რეიტინგის ბოლოში მოხვდნენ – იემენი, სომალი, სირია და ავღანეთი.










