LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
განცხადებები, რომელსაც ჩვენ ვისმენთ, ცდება ყოველგვარ ჩვენს მეგობრულ ურთიერთობას – კახა კალაძე

“ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, უკლებლივ ყველა სფეროში, უდიდეს პროგრესს მივაღწიეთ-კახა კალაძე

დაპოსტა 2020/10/17-ში
A A
203
ნახვა
გაზიარება

სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, უკლებლივ ყველა სფეროში, უდიდეს პროგრესს მივაღწიეთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ სამეგრელოში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ალექსანდრე მოწერელიას წარდგენისას განაცხადა.

როგორც კალაძემ განმარტა, ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც აქვს შესაძლებლობა, პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თანმიმდევრულად, ყველა პრობლემა მოაგვაროს, სწორედ “ქართული ოცნებაა“.

“სამეგრელო ჩვენი ქვეყნის ულამაზესი და ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილია. შეუძლებელია, არ აღფრთოვანდე, როდესაც ამ უნიჭიერესი, შრომისმოყვარე, საკუთარ სამშობლოზე შეყვარებული, საოცრად სტუმართმოყვარე ადამიანების იმედიან და გულანთებულ სახეებს ხედავ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს თქვენს წინაშე გამოსვლის შესაძლებლობა მაქვს.

თქვენთან ერთად ვხედავ იმ უდიდეს სხვაობას, რომელიც 2012 წლამდე საქართველოს და დღევანდელ საქართველოს შორის არსებობს. სიამაყოთ შემიძლია ვთქვა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, უკლებლივ ყველა სფეროში, უდიდეს პროგრესს მივაღწიეთ. რაც მთავარია, ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორიც არის ადამიანის უფლებების დაცვა, პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი მართლმსაჯულების სისტემა, დემოკრატიის დამკვიდრება და გაღრმავება, საზოგადოებაზე ზრუნვა-დღეს ამ მიმართულებით ხალხში კითხვები არ არსებობს.

“ქართული ოცნების” ხელისუფლება სწორედ იმ პრინციპებსა და ღირებულებებს ეყრდნობა, რომლის გარეშეც თანამედროვე, ძლიერი, ევროპული ქვეყნის აღმშენებლობა და განვითარება შეუძლებელია. თითოეული თქვენგანი კარგად ხედავს, რომ ქვეყანაში და მათ შორის ჩხოროწყუში, იგება გზები, ხორციელდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი სოფლებში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში. ასევე, სოფლის მეურნეობას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბოლო წლების განმავლობაში, ტურიზმის განვითარებას. ეს, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და პირდაპირ აისახება ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. თუმცა, არსებობს გამოწვევები, პრობლემები, ყველა საკითხი ჯერ გადაჭრილი არ არის, ყველა სოფელში ჯერ ვერ შევედით, ყველგან გზა ვერ გავაკეთეთ, რჩება წყლის პრობლემა. ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც აქვს რეალურად შანსი და შესაძლებლობა, პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თანმიმდევრულად, ეტაპობრივად ყველა პრობლემა მოაგვაროს, გახლავთ “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო”.

დარწმუნებული ვარ, თქვენი თანადგომით, თქვენი მხარდაჭერით ჩვენ აუცილებლად ვიზეიმებთ გამარჯვებას 31 ოქტომბერს და არ იფიქროს ვინმემ, რომ ეს იქნება მხოლოდ პარტიული გამარჯვება ან რომელიმე კონკრეტული კანდიდატის გამარჯვება. ეს იქნება ჩვენი ქვეყნის გამარჯვება, იმიტომ რომ დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩვენს ქვეყანას სჭირდებას მშვიდობა, სტაბილურობა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა.მინდა, წარმატებები გისურვოთ, გამარჯვება გისურვოთ და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ 31 ოქტომბერს. ერთად საქართველოს წარმატებისთვის“, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება81

დაკავშირებული -პოსტები

ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი ქალის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

ბათუმში ორკვირიანი ძებნის შემდეგ, საცხოვრებელ სახლში რუსეთის 21 წლის მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ,,ტვ პირველი" ავრცელებს. გარდაცვლილი ტრანსგენდერი ქალია, რომელიც 2022 წლიდან საქართველოში ცხოვრობდა.   პოლიცია ბათუმის ცენტრში მდებარე საცხოვრებელ...

დაწვრილებითDetails

ავტომობილში კაცის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ავტომობილში კაცის ცხედარი იპოვეს - ინფორმაციას "აჭარა თაიმსი" ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ერთ-ერთი ვერსიით, კაცი რამდენიმე დღის გარდაცვლილია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის...

დაწვრილებითDetails

იმერეთში 11 წლის გოგოს 67 წლის ნათესავი სექსუალურად ავიწროებდა – რას ყვება დედა

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში 60 წლამდე მამაკაცს ადანაშაულებენ
მთავარი

11 წლის გოგოს დედა ამბობს, რომ 67 წლის ნათესავი მის 12 წელს მიუღწეველ შვილს სექსუალურად ავიწროებდა - ფაქტი "ინფო იმერეთის" ინფორმაციით, იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მოხდა. როგორც გამოცემა დედაზე დაყრდნობით...

დაწვრილებითDetails

თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ყურაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ყურაშვილი მსოფლიო ჩემპიონია
მთავარი

თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ყურაშვილმა, (92 კგ) ფინალში ირანელი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

23 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი - დღე ენერგიული და პროდუქტიული იქნება. საუკეთესო დროა წამოწყებებისთვის, რომლებიც გამბედაობას მოითხოვს. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ და მოერიდეთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს.   კურო - შესაძლოა ოჯახურ საქმეებსა და ყოველდღიურ ვალდებულებებზე...

დაწვრილებითDetails

23 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
როგორი ამინდი იქნება ნოემბერში საქართველოში
მთავარი

23 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია: თბილისი — დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +35°, ღამით +23°. სოხუმი — დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დღის ბოლოს დასავლეთის ქარი...

დაწვრილებითDetails

გრაკლიანი გორაზე წრიული სამარხი გამოვლინდა, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
გრაკლიანი გორაზე წრიული სამარხი  გამოვლინდა, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა
მთავარი

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევები განახლდა. სამუშაოების მიმდინარეობას სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი, მონიტორინგის სამსახურის უფროს გიორგი ტიკურიშვილთან და ექსპედიციის ხელმძღვანელ პროფესორ ვახტანგ ლიჩელთან...

დაწვრილებითDetails

წარმოუდგენელია, გული მისკდება, ეს რა არის?! – ანადგურებენ – სოფელ ზოდში მოსახლეობა აქციას მართავს

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
წარმოუდგენელია, გული მისკდება, ეს რა არის?!  – ანადგურებენ – სოფელ ზოდში მოსახლეობა აქციას მართავს
მთავარი

❗🗨️ წარმოუდგენელია, გული მისკდება, ეს რა არის?! - ანადგუროებენ ზოდში იმ მიწებს, სადაც "ჯორჯიან მანგანეცს" არ უნდა გაეცა ლიცენზია არანაირი გამართლება არ შეიძლება, ეს გზა გაწირეს იმისთის რომ ერთი სოფლიდან...

დაწვრილებითDetails

მსოფლიოს საუკეთესო სანაპიროები

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
მსოფლიოს სანაპირო ქალაქებს გაქრობა ემუქრება
მთავარი

ფტერის სანაპირო, რომელიც საბერძნეთის კუნძულ კეფალონიის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს, 2026 წლის მსოფლიოს 50 საუკეთესო სანაპიროების სიაში მეორე ადგილზეა, ხოლო ევროპაში - პირველი. ფტერიმ თავისი ხელუხლებელი იერსახე იზოლირებული მდებარეობის წყალობით შეინარჩუნა...

დაწვრილებითDetails

ბატეთის ტბა 19-წლიანი იჯარით გაიცა – რა იკრძალება ტერიტორიაზე

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
ბატეთის ტბა 19-წლიანი იჯარით გაიცა – რა იკრძალება ტერიტორიაზე
ეკონომიკა

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ორბოძალაში მდებარე ბატეთის ტბის ტერიტორია, რომელიც 27 813 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მოიცავს, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 19-წლიანი სარგებლობის უფლებით ელექტრონულ აუქციონზე გაიტანა. საიჯარო საფასური 17...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"