LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“„დიფ სთეითი“ ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისთვის სჯის”-„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო

“ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს

დაპოსტა 2025/04/21-ში
A A
690
ნახვა
გაზიარება

დღეს „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 13 წელი შესრულდა. 2012 წლის 21 აპრილს, ბიძინა ივანიშვილმა შექმნა პოლიტიკური გაერთიანება და უმძიმეს პერიოდში, საკუთარი და ოჯახის სიცოცხლის რისკის ფასად, გადამწყვეტი ბრძოლა გამოუცხადა ქვეყანაში დამყარებულ სისხლიან დიქტატურას. რეჟიმზე გამარჯვების შემდეგ, „ქართული ოცნების“ პირობებში, საქართველო მყარად დაეფუძნა დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის პრინციპებს, ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და შეუქცევადი განვითარების რელსებზე დადგა,- ამის შესახებ ნათქვამია “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის საქართველოს პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია. ამასთან, უწყვეტი მშვიდობა „ქართულმა ოცნებამ“ ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარების პირობებში შეინარჩუნა. ამ მხრივ, განსაკუთრებით რთული იყო გასული 3 წელიწადი, როდესაც საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის პირდაპირი საფრთხე შეექმნა, თუმცა, უმძიმესი ზეწოლისა და შანტაჟის მიუხედავად, ხელისუფლება ამ გამოწვევასაც ღირსეულად გაუმკლავდა და უმკლავდება, საზოგადოება კი ხედავს, რომ ვერავითარი მუქარა და შანტაჟი, ვერავითარი სანქციები და განცხადებები ვერ აიძულებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, საქართველო ომის ქარ-ცეცხლში გახვიოს, რაც ჩვენს ქვეყანას განადგურებას მოუტანდა.

2012 წელს, უმძიმესი დემოკრატიული უკუსვლის 9-წლიანი პერიოდი უწყვეტმა დემოკრატიულმა წინსვლამ ჩაანაცვლა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2012 წლის 1 ოქტომბერს წარსულს ჩააბარა უმძიმესი ავტორიტარული რეჟიმი, არადემოკრატიული კონსტიტუცია, არჩევნების გაყალბება, ადამიანების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკა, ბიზნესის რეკეტი, მონოპოლიზებული მედია, პოლიტიკურ კონტროლს დამორჩილებული სასამართლო და უამრავი სხვა მანკიერება. დღეს საქართველოში დაცულია ადამიანის უფლებები, ქვეყანას აქვს დემოკრატიული კონსტიტუცია, ტარდება სამართლიანი არჩევნები, აღიკვეთა ადამიანების წამება და არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესი თავისუფალია, როგორც არასდროს, დაცულია სასამართლოს დამოუკიდებლობა, უზრუნველყოფილია მედიაპლურალიზმი.

საქართველო ეკონომიკური განვითარების სწორ გზას დაადგა. 2012 წლის შემდეგ, ქართულ ეკონომიკას ორ გლობალურ და რეგიონულ ეკონომიკურ კრიზისთან მოუწია გამკლავება. თუმცა, რეალური ეკონომიკური თავისუფლების დამკვიდრების, ბიზნესის რეკეტის აღკვეთისა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში, საქართველომ სირთულეები წარმატებით დაძლია და ქვეყნის ეკონომიკა გაასამმაგა. გასული 4 წლის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 9,7 პროცენტით იზრდებოდა, რაც რეგიონში და ევროპაში საუკეთესო მაჩვენებელია. უკვე წელს, საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 10 ათას დოლარს გადააჭარბებს, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, 2030 წლისთვის 13 500 დოლარს მიაღწევს და საქართველო მაღალშემოსავლიან ქვეყნებს შორის გადაინაცვლებს. ლარის კურსი საიმედოდ სტაბილურია, 60-დან 36,4 პროცენტამდე შემცირდა ქვეყნის საგარეო ვალი. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2012 წლის შემდეგ საქართველოში სამჯერ შემცირდა სიღარიბის მაჩვენებელი და 700 ათასამდე ადამიანმა დაძლია სიღარიბე.

2012 წლიდან, ფუნდამენტურად შეიცვალა სახელმწიფოს მიდგომა სოციალური პოლიტიკისადმი. დაინერგა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, არსებითად გაფართოვდა სოციალური დახმარების პაკეტები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, აღიკვეთა სოციალური დახმარების პოლიტიკური ინტერესების მიხედვით განაწილების პრაქტიკა.

საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე ყველა ხელშესახებ პროგრესს სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მიაღწია. სწორედ 2012 წლის შემდეგ მოაწერა ხელი ქვეყანამ ასოცირების ხელშეკრულებას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და მიიღო უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ბრძოლით მოვიპოვეთ კანდიდატის სტატუსიც, რომელიც საქართველოს არაკეთილმოსურნეებს და მათი კარნახით მოქმედ ევროპულ ბიუროკრატიას საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის ინსტრუმენტად ჰქონდათ მოაზრებული. მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ბიუროკრატია დღესაც საქართველოს შანტაჟითა და ხელისუფლებაში არადემოკრატიული ძალების დაბრუნების მცდელობით არის დაკავებული, საზოგადოებას ვაძლევთ პირობას, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი ყველა გამოწვევას ღირსეულად გაუმკლავდება და საქართველო 2030 წლისთვის დაანონსებულ ევროკავშირის გაფართოებას ყველა კანდიდატ ქვეყანაზე უკეთ მომზადებული შეხვდება. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ დროისთვის, ბრიუსელის დღევანდელი ბიუროკრატიაც ღირსეული, დამოუკიდებელი და ევროკავშირისა და ევროპის მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური ელიტით ჩანაცვლდება.

საქართველო დღეს არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. ხელისუფლებას ვეღარავინ კარნახობს და აიძულებს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ იქნება მიმართული. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების კარნახით და ამ ინტერესების ხარჯზე კომპრომისს არასოდეს დაუშვებს, მომავალშიც განუხრელად დაიცავს სამშობლოს, ეკლესიას და ეროვნულ ფასეულობებს!“,- ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება276

დაკავშირებული -პოსტები

ყველა კრიტიკული კერა დასტაბილურებულია და – გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
PVC ტენტი ჰერმეტული მასალაა – ინტერიერის გარდა დაზიანებებს ფასადზეც გამოიწვევს – რა ვითარებაა გელათში
მთავარი

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს. კომიტეტის განცხადებით, ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობების ნაწილი დეზინფორმაციულია და საზოგადოებას გელათის დროებითი გადახურვის, ფრესკების მდგომარეობის, სადრენაჟე...

დაწვრილებითDetails

ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 155 წელი შესრულდა

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 155 წელი შესრულდა
მთავარი

ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 155 წელი შესრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.   „155 წელი შესრულდა დიდი ქართველი კომპოზიტორის, დირიჟორის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან! ზაქარია...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
მთავარი

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.   უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად...

დაწვრილებითDetails

იარაღის მუქარით მოქალაქეებს ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ – დაკავებულია 3 პირი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს.   გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან...

დაწვრილებითDetails

ავტომობილი მოიპარეს და შემდეგ ავარიაში მოხვდნენ – რა მოხდა მაგისტრალზე

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ჯგუფის მიერ სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით ორი პირია დაკავებული. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.   უწყების ცნობით, ბრალდებულები თბილისში ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ ავტომობილს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და ნაქურდალი ავტომობილით დასავლეთ საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს ისევ თავს დაესხნენ

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრნენ – ვრცელდება ვიდეოკადრები
მთავარი

ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს ერთ კვირაში უკვე მეორედ დაესხნენ თავს. შემთხვევა ბათუმში, ევროპის მოედანზე, გვიან ღამით მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება.   რამდენიმე დღის წინ კობა ფარტენაძეზე...

დაწვრილებითDetails

სამი ლოცვა, რომელიც მარიამობის მარხვაში უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

მარიამობის მარხვა 14 აგვისტოს იწყება და 28 აგვისტოს მთავრდება. ამ მარხვისა და აგრეთვე, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის დაწესების ზუსტი თარიღი უცნობია. მარიამობის მარხვა მძიმეა, თევზით ხსნილია მხოლოდ ფერიცვალების დღესასწაული, 19 აგვისტო....

დაწვრილებითDetails

16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

ვერძი შეიძლება მოგიწიოს არჩევანის გაკეთება საკუთარ სურვილსა და სხვის მოლოდინებს შორის. ნუ იჩქარებ. ფინანსურად კარგი დღეა დაგეგმვისთვის, მაგრამ არა სპონტანური ხარჯებისთვის. ურთიერთობაში გულწრფელი საუბარი ბევრ რამეს დაალაგებს.   კურო საქმეების...

დაწვრილებითDetails

16 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში - ღამით ზოგიერთ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის...

დაწვრილებითDetails

რამ შეგაძულათ საკუთარი ხალხი ასე? – რა ხდება რაჭაში

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
რამ შეგაძულათ საკუთარი ხალხი ასე? – რა ხდება რაჭაში
მთავარი

“მოძრაობა რაჭისთვის” პოსტს აქვეყნებს და წერს რომ აქტიურ ტურისტულ სეზონზე  ამბროლაურის საავადმყოფოში რენტგენის აპარატი არ მუშაობს. " - როგორ მოახერხეთ, რომ შუა აგვისტოში, როცა მთელი რაჭა სავსეა, ამბროლაურის საავადმყოფოს რენტგენის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"