საპარლამენტო უმრავლესობიდან და ფრაქცია “ქართული ოცნების“ შემადგენლობიდან ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გუნდში გადასული ექვსი დეპუტატიდან სამი: გიორგი ხოჯევანიშვილი, ალექსანდრე მოწერელია და ბექა ლილუაშვილი საპარლამენტო თანამდებობის პირია. ისინი ფრაქციიდან გასვლის შედეგად, სავარაუდოდ, საპარლამენტო პოსტებს ავტომატურად კარგავენ. ამის შესაძლებლობას პარლამენტის რეგლამენტი ქმნის.
რეგლამენტის მიხედვით, ფრაქციიდან გასვლის გამო, დეპუტატებს კომიტეტის წევრობა უწყდებათ, რადგან ისინი კომიტეტის წევრები სწორედ ფრაქციის კვოტით გახდნენ. როცა დეპუტატები ფრაქციის წევრები აღარ იქნებიან, ვერც კომიტეტის წევრი იქნებიან და შესაბამისად, ვეღარც კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას დაიკავებენ.
მათი ამ გადაწყვეტილებით, 90 დეპუტატისგან შემდგარი “ქართული ოცნების“ უმრავლესობა 84 წევრამდე შემცირდა.