გერმანიის ციხიდან ქართველი პატიმარი გაიქცა – ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ გერმანულმა მედიამ გაავრცელა.
როგორც ცნობილია, ქართველი პატიმარი 37 წლის ვაჟა ბურჯანაძე თურქ პატიმართან გოხან გიუნბეისთან ერთად გაიქცა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით , ვაჟა ბურჯანაძეს ბინის ქურდობისთვის წინა საგამოძიებო პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.
ორივე პატიმარი ციხის ეზოში სასეირნოდ იმყოფებოდა, რა დროსაც მათ მოაჯირზე გადაძრომა შეძლეს, ადგილიდან ფეხით მიიმალნენ, შემდეგ კი, სავარაუდოდ, ახლომდებარე რკინიგზის სადგურიდან მატარებლით გაემგზავრნენ.
გერმანიაში, მემინგენის ციხიდან გაქცეული ქართველი პატიმარი გერმანიის პოლიციამ უკვე დააკავა. დააკავეს.
მათი ინფორმაციით, 37 წლის ქართველი პატიმარი ვაჟა ბურჯანაძე ქალაქიდან 30 კილომეტრში, ფეხით გადაადგილებისას დააკავეს. რაც შეეხება მეორე პატიმარს, ამ დრომდე ძებნაშია. პოლიციის ინფორმაციით, 36 წლის თურქი პატიმარი გოხან გიუნბეი 177 სანტიმეტრი სიმაღლისაა და ძლიერი აღნაგობა აქვს. გაქცევის შემდეგ მან ციხის ტანსაცმელი გამოიცვალა. სამართალდამცავი უწყება ხაზს უსვამს, რომ გაქცეულს შესაძლოა, ჰქონდეს სისხლდენის კვალი მარცხენა მკლავზე.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სპეცოპერაციის გამო, ახლომდებარე სადგურებზე შეჩერებული იყო მატარებლის მიმოსვლა.
გერმანიის პოლიციამ გაქცეულების ფოტოებიც გამოაქვეყნა და მოსახლეობა გააფრთხილა, რომ შესაძლოა, ისინი შეირაღებულნი ყოფილიყვნენ.
ორი პატიმარი, რომელთა შორის ერთი ქართველია, გერმანიის ციხიდან 4 აგვისტოს გაიქცა.