LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ქართველი”, რომელიც შიშის ზარს სცემდა ტერორისტებს

“ქართველი”, რომელიც შიშის ზარს სცემდა ტერორისტებს

დაპოსტა 2021/05/25-ში
A A
292
ნახვა
გაზიარება
ორი თვის წინ კორონავირუსმა მსოფლიოს დონის სპეციალისტი შეიწირა. მისი საქმიანობა იმდენად იყო გასაიდუმლოებული, რომ ბოლომდე ოჯახის წევრებმაც კი არ იცოდნენ ქვეყნის წინაშე მისი დამსახურების შესახებ. სურამში დაბადებულმა ავთანდილ წიწუაშვილმა (იგივე იცხაკ ილანმა) უამრავი საიდუმლო წაიყოლა სამუდამო სასუფეველში. იცხაკ ილანის ცხოვრება მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა ემსახურო სამშობლოს. ამ შემთხვევაში, ისტორიულ სამშობლოს – ისრაელს. ქართველი ებრაელი ავთანდილ წიწუაშვილი 1956 წელს სურამში, ორთოდოქსი ებრაელების ოჯახში დაიბადა. იგი გახლდათ რაბინ გაბრიელ დავარაშვილის შვილიშვილი.

ხოლო პაპის ძმა, რაბინი მოშე დავარაშვილი გასული საუკუნის ცნობილი საზოგადო მოღვაწე იყო და 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციაზეც აქვს ხელი მოწერილი. მეორე პაპის ძმა, იაკობ დავარაშვილი საქართველოს ებრაელთა მთავარი რაბინი იყო გასული საუკუნის 60-70-იან წლებში. 1973 წელს ავთანდილ წიწუაშვილი ოჯახთან ერთად დაუბრუნდა ისტორიულ სამშობლოს –

ისრაელს და თითქმის ორმოცდაათი წელი ემსახურა მის თავდაცვასა და უსაფრთხოებას. 1976-1980 წლებში იგი მსახურობდა ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებში, სადაც ლეიტენანტის წოდება მიიღო. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამ პერიოდში ახალგაზრდა ავთანდილ-იცხაკი თავისუფლად ფლობდა ხუთ ენას: ქართულს, რუსულ, ინგლისურს, არაბულსა და ივრითს. ჩემი აზრით, ამ გარემოებამ ითამაშა გადამწყვეტი როლი მის მომავალ ცხოვრებაში.

 

1982 წელს, უკვე სამოქალაქო ყოფას შეჩვეული იცხაკი მოულოდნელად ისრაელის კონტრდაზვერვის სამსახურში (ანუ “შაბაკში”) დაიბარეს და ხანგრძლივი გასაუბრების შემდეგ “საბჭოთა განყოფილებაში” (საბჭოთა კავშირის შპიონაჟის წინააღმდეგ მებრძოლი დანაყოფი) სამსახური შესთავაზეს. აქ მცირე გადახვევას გავაკეთებ, რათა ერთად გავიხსენოთ. ისრაელმა, რომელიც დაარსების პირველ წლებში სოციალისტური ორიენტაციის იყო, სპეცსამსახურების სახეობები და სტრუქტურა საბჭოთა კავშირის ანალოგიურად ააგო. საგარეო დაზვერვა (“მოსადი”), კონტრდაზვერვა (“შაბაკი”) და სამხედრო დაზვერვა (“ამანი”) ახლად შექმნილი სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მთავარ ინსტრუმენტებად იქცა. მაშინაც და დღესაც ისრაელის სპეცსამსახურები გამოირჩეოდა და გამოირჩევა სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებისგან. იგი არის მცირერიცხოვანი და მაღალი დონის პროფესიონალებით დაკომპლექტებული. ამავე დროს, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ისრაელის სპეცსამსახურების თანამშრომლები სამშობლოს განსაკუთრებული, შეიძლება ითქვას ფანატიკურები სიყვარულით გამოირჩევიან. ამიტომაცაა, რომ მსოფლიოს უმძლავრეს სპეცსამსახურებს შორის ებრაელებს ისტორიულად ყველაზე ნაკლები მოღალატე ჰყავთ!

 

აი, სწორედ ასეთ სტრუქტურაში მიიწვიეს “სურამელი ჭაბუკი”, რომელიც 2011 წლის სექტემბრის ჩათვლით ანუ, ფაქტობრივად, ოცდათხუთმეტი წელი, ერთგულად ემსახურა ისრაელის უსაფრთხოებას. ამ პერიოდში მან ურთულესი გზა განვლო: იყო “შაბაკის” საგამოძიებო დეპარტამენტის რიგითი თანამშრომელი, განყოფილების უფროსი, ისრაელის სხვადასხვა რეგიონის კონტრტერორისტული დანაყოფების უფროსი, 2004-2008 წლებში ხელმძღვანელობდა საგამოძიებო დეპარტამენტს, ხოლო 2010-2011 წლებში იყო “შაბაკის” უფროსის მოადგილე. იცხაკ ილანს ერთი ნაბიჯი დააკლდა ისრაელის კონტრდაზვერვის შეფის პოსტის დასაკავებლად. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნათანიაჰუმ, ქვეყნის შიდა პოლიტიკური ინტრიგების შედეგად სხვა, კერძოდ იორამ კოენის კანდიდატურა ამჯობინა. უნდა ითქვას, რომ იცხაკ ილანი სიცოცხლის ბოლომდე ვერ ივიწყებდა ამ წყენას. თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ ნათანიაჰუმ, როგორც ყველგან და ყოველთვის ხდება ხოლმე, თბილი სიტყვები არ დაიშურა იცხაკ ილანის მისამართით.

 

იცხაკ ილანი იყო დიდი პროფესიონალი: საგამოძიებო ხელოვნების დიდოსტატი და ანტიტერორისტული ოპერაციების უმაღლესი დონის ანალიტიკოსი. ისრაელში მას მეტსახელი “ქართველი” შეარქვეს და როგორც მისი კოლეგები იხსენებენ “ქართველი” შიშის ზარს სცემდა ტერორისტებს. იცხაკ ილანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმატება იყო ისრაელში მოქმედი საბჭოთა ჯაშუშის, შაბთაი კალმანოვიჩის გამოვლენა და გამოტეხვა. იცხაკ ილანი ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა, რომ საბჭოთა აგენტის გამოვლენაში მას “სიცრუის დეტექტორი”(იგივე პოლიგრაფი დაეხმარა). ზოგადად იგი დიდად აფასებდა დაკითხვების ამ მეთოდს და მიაჩნდა, რომ “სიცრუის დეტექტორი” არასდროს ცდება, თუ ოპერატორმა სწორად შეარჩია კითხვები.

 

წლების განმავლობაში იცხაკ ილანი სხვადასხვა ფორმით მონაწილეობდა ისრაელის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტების გამოვლენისა და ფიზიკური ლიკვიდაციის ოპერაციების დაგემვასა და რეალიზაციაში. იგი სიცოცხლის ბოლომდე ტერორისტებისა და ექსტრემისტების წინააღმდეგ უმკაცრესი ზომების გამოყენების მომხრე იყო.

 

თუმცა, ჩემი აზრით, ტერორისტებისა და ექსტრემისტების წინააღმდეგ ამგვარი “ლიკვიდაციის სპეცოპერაციების” განხორციელება (რომლებიც ისრაელმა 1960 წლებში დაიწყო და, ალბათ, მომავალშიც გაგრძელდება) პრობლემის საბოლოოდ გადაწყვეტის საუკეთესო გზა ნამდვილად არ არის. სპეცსამსახურების ამგვარი მოქმედებები, როგორც წესი, ახალ ტერორისტულ ტალღას წარმოშობს და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლს იწვევს.

2011 წლის სექტემბრიდან იცხაკ ილანი თადარიგში გავიდა და სხვადასხვა ბიზნესპროექტში ჩაერთო. არ ივიწყებდა საქართველოსაც, სადაც 2013 წელს იყო ჩამოსული და მშობლიურ სურამსაც ეწვია. 2018 წელს იცხაკ ილანს ფილტვების უმძიმესი დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, ხოლო ერთი წლის შემდეგ ფილტვების გადანერგვის ოპერაცია გაუკეთეს. მისი მდგომარეობა თანდათან უმჯობესდებოდა, თუმცა 2020 წლის სექტემბერში კორონავირუსით დაინფიცირდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

გაზიარება117

დაკავშირებული -პოსტები

ილია II-ს დღეს დაკრძალავენ

by მეგა TV
მარტი 22, 2026
0
“ისე შემხვდა, თითქოს წლებია მიცნობდა” – ირაკლი ჟვანია პატრიარქთან შეხვედრას იხსენებს
მთავარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს დღეს დაკრძალავენ.   დაკრძალვის დღესთან დაკავშირებული სამზადისი სამებაში უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს, მათ შორის ეწყობა როგორც...

დაწვრილებითDetails

პატრიარქის ხსოვნის პატივისცემით, საკუთარ თავს მოვუწოდებთ დავიცვათ ის, რასაც თავად ასე ერთგულად იცავდა – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

პატრიარქის ხსოვნის პატივისცემით, საკუთარ თავს მოვუწოდებთ დავიცვათ ის, რასაც თავად ასე ერთგულად იცავდა - ჩვენი ქვეყნის ეროვნული და რელიგიური იდენტობა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას...

დაწვრილებითDetails

შსს განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცა
მთავარი

საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 22 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება. შეზღუდვები შეეხება, როგორც კერძო ავტომობილებს, ასევე, მუნიციპალურ ტრანსპორტს. 22 მარტს, 02:00 საათიდან დაკრძალვის ცერემონიის...

დაწვრილებითDetails

აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც…-მეუფე საბა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც…-მეუფე საბა
მთავარი

ამ ტკივილიან და მწუხარე დღეებში აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც, სამღვდელო პირი თუ ღვთისგან განდგომილი ადამიანები, რომლებმაც ნიშნის მოგებით თქვეს: „აბა, სად არის პატრიარქის ის პირობა, როდესაც მან ბრძანა,- მე უფალი მაშინ წამიყვანს...

დაწვრილებითDetails

რა უნდა იცოდეთ პატრიარქის დაკრძალვის დღესთან დაკავშირებით

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
ამონარიდები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ქადაგებებიდან
მთავარი

ინფორმაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი დაიკეტება 22 მარტს, 02:00 საათიდან 08:00 საათამდე, რათა მოწესრიგდეს და მომზადდეს წირვისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა...

დაწვრილებითDetails

21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება
მთავარი

საქართველოში 21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღედ აღინიშნება - პროფესიული თარიღი, რომელიც მედიის როლს, პასუხისმგებლობასა და განვითარებას უსვამს ხაზს. ეს დღე უკავშირდება პირველი ქართული გაზეთის - საქართველოს გაზეთი  გამოცემას, რომელიც 1819...

დაწვრილებითDetails

21 მარტს მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნება

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
21 მარტს მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნება
მთავარი

„ერთად მარტოობის წინააღმდეგ“ - ამ სლოგანით აღინიშნება 2026 წელს, დაუნის სინდრომის დღე. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ყოველი წლის 21 მარტს მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნება, რომელიც დაუნის სინდრომის მქონე პირთა უფლებების...

დაწვრილებითDetails

სინოდის პირველივე სხდომაზე უნდა დადგეს მისი წმინდანად შერაცხვის საკითხი- მეუფე ნიკოლოზი

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
სინოდის პირველივე სხდომაზე უნდა დადგეს მისი წმინდანად შერაცხვის საკითხი- მეუფე ნიკოლოზი
მთავარი

“მე ვფიქრობ, რომ სინოდის პირველივე სხდომაზე უნდა დადგეს მისი წმინდანად შერაცხვის საკითხი, მე პირადად ამის მომხრე ვარ… ” – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა....

დაწვრილებითDetails

მეწყერის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ფონდი შეიქმნა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი
მთავარი

მეწყერის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ფონდი შეიქმნა- ამის შესახებ მარიამ ბეროძე წერს. "ადამიანებმა დაკარგეს საცხოვრებელი სახლები, მიწები, მამა-პაპის საფლავები… მიწამ ჩაყლაპა წლების ნაშრომი და ჯერ კიდევ ბუნდოვანია, წინ რა გველოდება."-...

დაწვრილებითDetails

ირაკლი კობახიძე ვიზიტით უნგრეთში იმყოფება

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
ირაკლი კობახიძე ვიზიტით უნგრეთში იმყოფება
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. უნგრეთის პრემიერმა საქართველოს მთავრობის მეთაურს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალება მიუსამძიმრა და ამ მძიმე წუთებში ბუდაპეშტში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"