ტოკიოს პარალიმპიადაზე ქართველი მოფარიკავეები, ირმა ხეცურიანი და ნინო თიბილაშვილი ინდივიდუალურ პირველობაში ნახევარფინალში იასპარეზებენ.
ნახევარფინალში ხეცურიანის მეტოქე ჩინელი,
მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, შუმეი ტანი იქნება.
ნინო თიბილაშვილს უკრაინელი, რიოს პარალიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატების ცხრაგზის მედალისტი ევგენია ბრეუსი დაუპირისპირდება.
ნახევარფინალური ორთაბრძოლები დღეს თბილისის დროით 11 საათზე დაიწყება.










