ქართველი მოდელი მარიშა ურუშაძე ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ფაგლებში მარკ ჯეიკობსის 2020 წლის გაზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე გამოვიდა. ქართველი მოდელისთვის “გუჩის“ ექსკლუზიური კონტრაქტის შემდეგ, ეს ფაქტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა.
მარიშა ურუშაძე პირველი ქართველი მოდელია, რომელიც ნიუ-იორკში ტოპ ჩვენებაზე გამოვიდა.
მარკი ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო დიზაინერად ითვლება და ტომ ფორდის, მაიკლ კორსის, რალფ ლორენის და ოსკარ დე ლარენტას ჩვენებების შემდეგ ნიუ-იორკის მოდის კვირეული, მარკ ჯეიკობსის კოლექციის ჩვენებით დაიხურა.
მარკ ჯეიკობსმა თავის ინსტაგრამის სთორიში მარიშა ურუშაძეზე დაწერა: “აბსოლუტურად საოცარია!! ყველაფერი თავდაყირა დააყენა”
შოუში მონაწილეობა ჯიჯი და ბელა ჰადიდებმაც მიიღეს. მარიშას ფოტო მარკ ჯეიკობსის სოციალურ გვერდზეც გამოაქვეყნეს.
ნიუ-იორკის მოდის კვირეული 5 სექტემბერს გაიხსნა, რომელშიც ამერიკული მოდის წამყვანი დიზაინერები მონაწილეობდნენ. შემდეგი მოდური კვირეული ევროპაში გაგრძელდება.