LIVE TV
კვირა, თებერვალი 22, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ქართველი მებრძოლის სახელი შევქმენით და ახლა იცით, რა დღეში ვართ? – რას ამბობენ უკრაინაში მებრძოლები გივი გნოლიძის მკვლელობაზე

დაპოსტა 2025/01/21-ში
859
ნახვა
გაზიარება

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის გივი ავალიანის მკვლელობაზე, რომლის შესახებაც “მეგა ტვ” რამდენიმე დღის წინ წერდა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც ცნობილია თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაცია, რომ გივი გნოლიძე რუს ოკუპანტებთან ბრძოლის დროს დაიღუპა, რასაც მებრძოლის ოჯახის წევრები კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ გივი გნოლიძე ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაურმა, გოჩა ხორავამ მოკლა, რომელიც 12 შეიარაღებულ პირთან ერთად თავს დაესხა მძინარე გივისა და მის მეგობრებს, რომლებსაც ცეცხლი გაუხსნა.

ოჯახის წევრების თქმით, გოჩა ხორავამ მოკლულის ცხედარი თან წაიღო და ფრონტის ხაზთან ახლოს დააგდო, რათა შექმნილიყო წარმოდგენა, რომ ის რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს.
გივი გნოლიძის ოჯახის წევრების თქმით, ამ შეტაკებისას დაიჭრა კიდევ ორი ქართველი მებრძოლი, მათგან ერთი კომაშია. გნოლიძის ოჯახის წევრები გოჩა ხორავას უმძიმეს ბრალდებას უყენებენ და ამბობენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ხორავა ქართველ მებრძოლებს ამ მეთოდით უსწორდება.
მათი თქმით, გოჩა ხორავა იმ დანაყოფის მეთაური იყო, სადაც გივი გნოლიძე მსახურობდა, ბიჭებს მისი ქმედებები არ მოეწონათ და საკითხი დაუსვეს, რომ გაყოფილიყვნენ და ცალ-ცალკე წასულიყვნენ, თუმცა, ამის მიუხედავად, გოჩა ხორავამ შურისძიება გადაწყვიტა.
“მეგა ტვ”-სთან საუბარში გივი გნოლიძის ძმა, დიმა გნოლიძე ჰყვება:

“ერთ ბატალიონში მსახურობდნენ, გოჩა იყო ჩემი ძმის მეთაური. გოჩა ხორავას საქციელები არ მოეწონათ მებრძოლ ბიჭებს, დასხდნენ სალაპარაკოდ რომ უნდა გაყოფილიყვნენ. ასეთი სიტუაცია მოხდა რომ გაიყვნენ, მერე არ ვიცი რამდენ ხანში, გაიგო (გოჩა ხორავამ) ადგილსამყოფელი ბიჭების, მოსული იყვნენ ფრონტიდან, ღამე დაადგა 12 კაცთან ერთად, უკრაინელებთან ერთად, ჩემი ძმა თავის 5 მეგობართან ერთად იყო სახლში. ცხედარი გადამალა, წაიღო იმის მიზნით, რომ ცხელ წერტილში თუ წინა ხაზზე დაეგდო და გაესაღებინა ისე, რომ ეს ბიჭი მოკვდა რუსებთან ბრძოლაში, ეს იყო მაგისი იდეა. ეგ არ არის მაგისი პირველი ფაქტი, მაგას ეგ სხვა დანარჩენ ბიჭებზეც აქვს გაკეთებული. ერთადერთი კონტაქტი მაქვს მებრძოლებთან. როგორც ვიცი უკრაინის უშიშროებაც და პოლიციაც ჩარეულია და გამოძიება დაწყებულია, თუმცა მე არავინ დამკავშირებია ” – აცხადებს გივი გნოლიძის ძმა, დიმა გნოლიძე.

როგორც დიმა გნოლიძე ამბობს მისი ძმის ცხედარი ამ დრომდე არაა ნაპოვნი. 

“ოდიშინიუსის” ინფორმაციით დაკავებულია მკვლელობაში ბრალდებული, ხოლო თავდასხმაში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა შესახებ წინასწარ ინფორმაციის გავრცელება, შეზღუდულია.

როგორც “ოდიშინიუსის” რედაქტორი  ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში წერს ქართველი მებრძოლები, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა დანაყოფებში მოხალისედ იბრძვიან, აღშფოთებას ვერ მალავენ და მობილიზებული არიან, რათა მკვლელი აუცილებლად დაისაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით:

 “მკვლელი უკვე ნაპოვნი და დაკავებულია, ის კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება. ამას გარდა, მიმდინარეობს ამ საზარელ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენაც. სწორედ ასეთი არაკაცები გვიტეხავენ სახელს იმ მებრძოლებს, რომლებიც აქ ჩვენი სამშობლოს მტრის წინააღმდეგ ვიბრძვით და ჩვენს სიცოცხლეს სასწორზე ვდებთ ამ ბრძოლაში.

“ამ 10 წლის განმავლობაში აქ სახელი შევქმენით, ძმაო, ქართველი მებრძოლის სახელი შევქმენით და ახლა იცით, რა დღეში ვართ? აი, ქართველი რომ ვარ და შერცხვენილი ვარ… ერთი ან ორი ეგეთი ნაძირალა გამოგვერევა და ყველაფერი რომ თავდაყირა დგება, არადა, ამ სახელის შექმნას შევალიეთ ჩვენი თავდადება…” – უთხრა “ოდიშინიუსს” უკრაინაში მყოფმა ერთ-ერთმა ქართველმა, რომელიც იქ 2014 წლიდან იბრძვის და არაერთი ოფიციალური ჯილდო აქვს მიღებული.

გაზიარება344

დაკავშირებული -პოსტები

პროდუქციით წყენის არც ერთი შემთხვევა არ არსებობს- დაკავებული ბიზნესმენის ადვოკატი

თებერვალი 21, 2026
56
მთავარი

შესაძლებელია ცალკეულ დაზიანებულ პროდუქციაზე იყოს საუბარი, თუმცა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ ეთანხმება იმ სურათს, რომ საშინელ მომწამვლელ ნივთიერებებს აწარმოებდა, - ამის შესახებ  დაკავებული ბიზნესმენის, „კულასა“ და „ბატონოს“ დამფუძნებლის, ივანე...

დაწვრილებითDetails

“50%-ზე მეტი დილერების უმუშევარი დარჩება”-ავტოიმპორტიორებმა და ავტოდილერებმა საპროტესტო აქცია გამართეს

თებერვალი 21, 2026
54
მთავარი

რუსთავის ავტობაზრობის მიმდებარედ, ავტოიმპორტიორებმა და ავტოდილერებმა საპროტესტო აქცია გამართეს. პროტესტანტები ეწინააღმდეგებიან მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად 1-ელი აპრილიდან 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების იმპორტი აიკრძალება. ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის...

დაწვრილებითDetails

საქართველო საერთაშორისო რუკიდან გამქრალია – სალომე ზურაბიშვილი

თებერვალი 21, 2026
68
მთავარი

საქართველო საერთაშორისო რუკიდან გამქრალია - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Monocle Radio-სთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც ზურაბიშვილი ამბობს, რუკის გარეთ დარჩენა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ საქართველოს ისტორიული როლის დაკარგვას ნიშნავს. ზურაბიშვილმა...

დაწვრილებითDetails

ბაიკალის ტბაში ტურისტების ავტობუსი ჩავარდა- დაიღუპა ყველა მგზავრი

თებერვალი 21, 2026
199
მთავარი

რუსეთში, ბაიკალის ტბაში ჩინელი ტურისტების ავტობუსი ჩავარდა. როგორც მედია წერს, შემთხვევის შედეგად ავტობუსის მძღოლი და ტრანსპორტში მყოფი შვიდივე ტურისტი დაიღუპნენ. გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევის მომენტში ავტობუსი გაყინულ ტბაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც...

დაწვრილებითDetails

საქართველოში 3.3(ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დაფიქსირდა

თებერვალი 21, 2026
287
მთავარი

#მიწისძვრა #პირველადიინფორმაცია დღეს თბილისის დროით 16:23-ზე ქალაქი დმანისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 3 კმ-ში, სოფელ ვაკეში მოხდა 3.3(ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: ies.iliauni.edu.ge

დაწვრილებითDetails

“ნახევარზე მეტი ფოთი ზღვის ფსკერზეა”- ნინო ჩხობაძე

თებერვალი 21, 2026
417
მთავარი

„დღეს ნახევარზე მეტი ფოთი არის ზღვის ფსკერზე - ეს არის ის, რაც მოხდა ჭაობის დაშრობის შედეგად; იგივე ემუქრება ზღვისპირა ტერიტორიების ნაწილს“, - ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ „საქართველოს...

დაწვრილებითDetails

“ვერ ვიჯერებ ღმერთო..”- სამეგრელოში ახალგაზრდა მამაკცს გლოვობენ

თებერვალი 21, 2026
629
მთავარი

ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების შესახებ, სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. გარდაცვლილი ახალგაზრდა კოკა გედენიძეა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად თრომბი სახელდება. გარდაცვლილს მეუღლე, დედა და შვილი დარჩა. "ვაიმე, რატომ კოკა?... რა ეშველება დედას,...

დაწვრილებითDetails

ჩხოროწყუში მამა-შვილს გლოვობენ

თებერვალი 21, 2026
114
მთავარი

ჩხოროწყუში, სოფელ ხაბუმეში მამა-შვილს გლოვობენ. “სოფელში უმძიმესი ტრაგედია ტრიალებს… ოჯახში ორი მიცვალებული ასვენია… გარდაცვლილები- ჯუმბერ და ირაკლი ჯალაღონიები არიან,“ – გვეუბნება ერთ-ერთი ადგილობრივი. ინფორმაციას ადასტურებს მერის წარმომაგდენელიც. როგორც ნესტან ქარჩავა...

დაწვრილებითDetails

ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი რამდენიმე მსახიობმა დატოვა

თებერვალი 21, 2026
75
მთავარი

ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი კიდევ რამდენიმე მსახიობმა დატოვა. არსებული ინფორმაციით, თეატრიდან წავიდნენ დავით ბეშიტაიშვილი, ანასტასია ჭანტურია, მანუ თავაძე და ლუკა ჯაფარიძე. მანამდე, თეატრის დატოვების შესახებ განაცხადეს...

დაწვრილებითDetails

სასამართლომ „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდა კომპანიების „კულას“ და „ბატონოს“ დირექტორს

თებერვალი 21, 2026
99
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდა კომპანიების, „კულას“ და „ბატონოს“ დირექტორს, ივანე (ვანო) გოგლიძეს - მას „ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღებას“ ედავებიან. ბრალდება „ბატონოს“ პროდუქციას ეხება. „ბატონოსაც“ და „კულასაც“ ერთი მფლობელი...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».