LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა მძიმეა – კონსტანტინე გამსახურდია

ქართველი ერი საკაცობრიო ერია, მისი გაქრობა ცივილიზებულმა მსოფლიომ არ უნდა დაუშვას – კონსტანტინე გამსახურდია

დაპოსტა 2021/05/17-ში
A A
53
ნახვა
გაზიარება

“ნამდვილად არ მემეტება ქართული სიტყვა “ერი” და “ეროვნული” სამუდამოდ წარსულში დასამკვიდრებლად. ერთნი მას განიხილავენ “ეთნოსის” აღმნიშვნელად, გულისხმობენ მხოლოდ სისხლზე, მხოლოდ გენეტიკაზე და მიწაზე აღმოცენებულ ერთიანობას. მათთვის იგი შესაძლოა აგრესიული ნაციონალიზმის, ქსენოფობიის და ფაშიზმის დვრიტაც გახდეს. ამიტომ დაგმობილია, შეჩვენებულია, გამოცხადებულია არათანამედროვე კატეგორიად. ასეთი ინტელექტუალების ნაწილმა 80-იანების ეროვნულ მოძრაობას “პროვინციული ფაშიზმიც” კი უწოდა.

მეორენი, ანუ ხალხის მოზრდილი ნაწილი, ვინც იმდენად არ აზროვნებს, თუმცა ინსტინქტი ზოგჯერ ჯანსაღი აქვს, ერს და ეროვნულს სწორედ სისხლის, გენეტიკის და მიწის ერთადერთ შედეგად განიხილავს.
არ ვეთანხმები არც ერთ პოზიციას. ქართული სიტყვა “ერი” არც ლათინური ნაციოა – რაც ნამდვილად გენეტიკურ წარმოშობაზე მიუთითებს და არც ეთნოსი. იგი ნიშნავს ხალხს სეკულარული გაგებით (“ბერი”-ს საპირისპიროდ, რაც სასულიერო წოდებაზე მიუთითებს) მთელი თავისი კულტურით, შეგნებით, მენტალობით, ტრადიციებით, ხელოვნებით. ეს სიტყვა სემანტიკურადაც იგივეა, რაც ბასკურ-პროტოიბერიული “heri”, ხოლო მნიშვნელობით ჰგავს მესამე საუკუნის საშუალო სპარსული წარწერების ტერმინს kapa, რაც ასევე ირანის ერს გულისხმობს. განა წარმოსადგენია, რომ სასანური ირანის ან მაშინდელი იბერიის სამეფოს “ერი” მონოეთნიკური და მონორელიგიური იყო?
ქართველ ერს ბაგრატის, იოანე მარუშისძის, დავითის, თამარის გარდა ეკუთვნიან ებრაელი სიდონია, კაპადოკიელი ნინო, სომეხი შუშანიკი, სპარსი ევსტათე, სირიელი დავით გარეჯელი, არაბი აბო, ქურთი მხარგრძელი, ყივჩაღი ყუბასარი, თეოდორე რუსყოფილი, (ყველას აღარ ჩამოვთვლი) ადამიანები, ვისშიც საქართველომ აღზარდა ღვთის და სამშობლოს განსაცვიფრებელი გრძნობა, რაც ქრისტიანული მორალის და კულტურის საფუძველია. თანამედროვეობაში ასეთები არიან რუსი მიხაილ გობრონ საბინინი, უკრაინელი ნინა პალტარაცკაია, ფრანგი მარი ბროსე, აფხაზი არზაყან ემხვარი, მაჰმადიანი მემედ აბაშიძე, კათოლიკე მიხეილ თამარაშვილი და ბევრი სხვა. ქართველ ერს ეკუთვნიან ის ქურთი, სომეხი თუ აზერბაიჯანელი ბიჭები, ვინც აფხაზეთის ომში საქართველოს ერთიანობისთვის თავი გასწირეს.

ქართველი ერი საკაცობრიო ერია, ისევე როგორც საქართველო თავისი ლანდშაფტებით ერთგვარი მოდელია მსოფლიოსი. მისი გაქრობა ცივილიზებულმა მსოფლიომ არ უნდა დაუშვას.” – წერდა კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში 2013 წელს.

გაზიარება21

დაკავშირებული -პოსტები

დედამიწაზე რეკორდულად დაბალი ტემპერატურა, -84 გრადუსი ყინვა დაფიქსირდა

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
ყაზბეგში ყინულის ფერდი ჩამოიშალა, არიან დაშავებულები
მთავარი

ან­ტარ­ქტი­და­ში, კონ­კორ­დი­ის კვლე­ვით სად­გურ­ზე, დე­და­მი­წა­ზე ბოლო 14 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და­ფიქ­სირ­და. 18 ივ­ლისს ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რამ -84.1°C-ს (-119.4°F) მი­აღ­წია. მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რე­კორ­დუ­ლად და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ღა­მის სა­ა­თებ­ში ორ­ჯერ და­ფიქ­სირ­და...

დაწვრილებითDetails

მისი სუნი სძულთ – როგორ უნდა დააფრთხოთ ბუზები

by მეგა TV
ივლისი 7, 2026
0
მისი სუნი სძულთ – როგორ უნდა დააფრთხოთ ბუზები
მთავარი

ზაფხულში ყველაზე სუფთა ბინაც კი არ არის იმუნური ბუზების მიმართ. მწერები ადვილად შედიან ღია ფანჯრებიდან, განსაკუთრებით თუ ოთახში საკვების ან ხილის სუნი დგას. რეგულარული დალაგება, ნაგვის გატანა და ჭურჭლის რეცხვაც...

დაწვრილებითDetails

მთავარი რიტუალი, რომელიც დღეს სურვილის ასასრულებად უნდა გააკეთოთ

by მეგა TV
ივლისი 7, 2026
0
მთავარი რიტუალი, რომელიც დღეს სურვილის ასასრულებად უნდა გააკეთოთ
მთავარი

თაკო მელიქიშვილი სოციალურ ქსელში რიტუალს გვიზიარებს, რომელიც 7 ივლისს უნდა გააკეთოთ. „07.07 აიღეთ ერთი ჭიქა წყლით სავსე. წარმოიდგინეთ თქვენი ყველაზე მთავარი სურვილი ის, რომლის გახსენებაზეც გულში სითბოს გრძნობთ. შემდეგ მშვიდად...

დაწვრილებითDetails

ძლიერ სიცხეში ვერ იძინებთ? ხრიკი, რომელიც დაგეხმარებათ

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
რა უნდა იცოდეთ თუ გაღვიძებისას თავი გტკივათ
მთავარი

ზაფხულის ცხელი ღამეები ნამდვილ გამოწვევად იქცევა ხოლმე - შეხუთული ჰაერი და მაღალი ტემპერატურა ორგანიზმს მოდუნების საშუალებას არ აძლევს, რის გამოც გვიანობამდე ვერ ვიძინებთ, ღამით კი ხშირად გვეღვიძება. თუკი საძინებელში კონდიციონერი...

დაწვრილებითDetails

აღმოჩენილია სოკო, რომელსაც კიბოს უჯრედების განადგურება შეუძლია

by მეგა TV
ივლისი 3, 2026
0
აღმოჩენილია სოკო, რომელსაც კიბოს უჯრედების განადგურება შეუძლია
მთავარი

იშვიათი სოკო, სახელად Antrodia cinnamomea, მხოლოდ ტაივანში ერთ კონკრეტულ, გადაშენების პირას მყოფ ხესთან იზრდება. ამ სოკოს ხალხურ მედიცინაში დიდი ხანია იყენებენ და კვლევებით დადგინდა, რომ მას კიბოსთან ბრძოლის უნარიც აქვს....

დაწვრილებითDetails

რა ღირს ერთი გრამი ოქრო ­და ვ­ერცხლი საქართველოში?

by მეგა TV
მაისი 6, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო ფასმა მცირედით მოიმატა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 677 დოლარი გახდა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 2.65%-იან მატებას წარმოადგენს. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

ოკეანეში ლურჯი ვეშაპები დადუმდნენ – რა საფრთხეზე საუბრობენ მეცნიერები

by მეგა TV
აგვისტო 10, 2025
0
ოკეანეში ლურჯი ვეშაპები დადუმდნენ – რა საფრთხეზე საუბრობენ მეცნიერები
მთავარი

ლურჯი ვეშაპები კალიფორნიის სანაპიროსთან საეჭვოდ დადუმდნენ - მეცნიერების თქმით, ეს საფრთხის ზრდის ნიშანია კა­ლი­ფორ­ნი­ის სა­ნა­პი­როს­თან ლურ­ჯი ვე­შა­პე­ბის ხმა უფრო შე­სუს­ტდა, რა­მაც მეც­ნი­ე­რე­ბი შე­აშ­ფო­თა. ისი­ნი თვლი­ან, რომ დუ­მი­ლი ეკო­სის­ტე­მის­თვის საფრ­თხის გაზ­რდის...

დაწვრილებითDetails

დღეს განსაკუთრებული სავსემთვარეობაა – რა უნდა იცოდეთ

by მეგა TV
აგვისტო 9, 2025
0
დღეს ღამე დედამიწის მოსახლეობა ლურჯ სუპერმთვარეს ნახავს
მთავარი

2025 წლის 9 აგვისტოს სავსე მთვარეა. მას ძველად "ზუთხის" მთვარეს უწოდებდნენ, რადგანაც მრავალი ტომი თევზაობისათვის ზაფხულის ბოლო სავსე მთვარეს საუკეთესო პერიოდად მიიჩნევდა. 9 აგვისტოს სავსე მთვარე ლომ-მერწყულის ღერძის გასწვრივ გაივლის,...

დაწვრილებითDetails

5 აგვისტო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე დღე იქნება

by მეგა TV
აგვისტო 5, 2025
0
29 სექტემბრიდან სამყარო უნიკალური ციური მოვლენის მომსწრე გახდება
მთავარი

მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, სამ­შა­ბათს დე­და­მი­წის ბრუნ­ვა აჩ­ქარ­დე­ბა, რაც 5 აგ­ვის­ტოს ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მოკ­ლე დღედ აქ­ცევს. მთვა­რის გრა­ვი­ტა­ცი­უ­ლი მი­ზი­დუ­ლო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბა პლა­ნე­ტის პო­ლუ­სებ­თან ოდ­ნავ უფრო სწრა­ფად ბრუნ­ვას გა­მო­იწ­ვევს, რაც ჩვე­ულ 24-სა­ა­თი­ან...

დაწვრილებითDetails

სტრესის დაძლევის 10 საიდუმლო, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

by მეგა TV
მაისი 25, 2025
0
სტრესის დაძლევის 10 საიდუმლო, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს
მთავარი

კვირა ის დღეა, როდესაც არ უნდა ვიფიქროთ სამსახურზე ან ყოველდღიურ სირთულეებზე. ბევრი ჩვენგანისთვის დასვენების დღეხ კი შეიძლება სტრესული იყოს, თუ არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ სწორად. გთავაზობთ  10 რჩევას, რომელიც  სტრესის მართვასა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"