LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქალს ჰქონდა მაღალი ტემპერატურა და მშრალი ხველა – საავდმყოფოში მისული კი უკან გააბრუნეს, შაბათ-კვირას არასამუშაო დღეებიაო – ზურაბ აჩბა აფხაზეთში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს

ფოტო: რადიო თავისუფლება

ქალს ჰქონდა მაღალი ტემპერატურა და მშრალი ხველა – საავდმყოფოში მისული კი უკან გააბრუნეს, შაბათ-კვირას არასამუშაო დღეებიაო – ზურაბ აჩბა აფხაზეთში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს

დაპოსტა 2020/03/26-ში
A A
161
ნახვა
გაზიარება

გულრიფშის რაიონის ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, საქართველოს სამედიცინო ინსტიტუტის კურსდამთავრებულმა ზურაბ აჩბამ საკუთარ “ფეისბუკზე”, კორონოვირუსის ინფექციის საფრთხეზე ვრცელი საჯარო სტატუსი გამოაქვეყნა. იმავე გვერდზე ამ სტატუსს ბევრი აფხაზი გამოეხმაურა, ბევრმაც გაიზიარა და ყველამ სწორედ მისი ე.წ. ჯანმრთელობის დაცვის მინისტრობა ინატრა დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკაში. შეგახსენებთ 22 მარტს აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც, ლიდერობს ასლან ბჟანია. ექიმი შეეხო არჩვენების დღეს და დაუცველ ამომრჩეველსაც, გთავაზობთ ზურაბ აჩბას სტატუსს:

“SOS!

როგორ ებრძვიან აფხაზეთში კორონავირუსს? – არანაირად არ ებრძვიან! საარჩევნო უბნების ყველა ფოტო და ვიდეომასალა დავათვალიერე და ეს არის ჩვენი სრული მარცხი. დამკვირვებელი თუ ამომრჩეველი, ყველა უნიღბოდ და უხელთათმნოდ იყო, არც მაგიდებზე იდგა სადეზინფექციო ხსნარები, ადამიანები ერთმანეთს ეხვეოდნენ და კოცნიდნენ. თქვენ რა, შეიშალეთ? ვინც კარანტინზე არის პასუხისმგებელი, ყველა  უნდა გაასამართლო, სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი კი უნდა გაასამართლო იმისთვის, რომ თავისი დამკვირვებლები ყველა აუცილებელი აღჭურვილობით არ მოამარაგა. ჩემი პატივისცემა მინდა გამოვხატო მოსკოვის საარჩევნო კომისიისა და ორგანიზატორებისადმი – ყველას ეკეთა ნიღაბი და ეცვა ხელთათმანი. საერთოდ რა ხდება?! საზღვრები თითქოს დაკეტილია, არადა, სინამდვილეში, ვებ-კამერებით სრულიად საწინააღმდეგოს უყურებ. იქ მანქანები თითქმის არ არის, აქ კი – კილომეტრიანი რიგია. ბევრი რუსი ვიცი, ვინც ვირუსისგან თავის დასაცავად აქეთ ჩამოდის.
საქართველოს საზღვართანაც თითქმის იგივე ხდება. სამედიცინო დაწესებულებები ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშეა, არაფერი არის – არც ნიღბები, არც სადეზინფექციო ხსნარები და არც სპირტი. ქაღალდზე ყველაფერია, სინამდვილეში კი – არაფერი. ბანალურ მაგალითს მოვიყვან: გუშინწინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში შემოვიდა ავადმყოფი ქალი გრიპის ნიშნებით. მანამდე მან ქირურგიული მკურნალობა ჩაიტარა საქართველოში და სამი დღის წინ დაბრუნდა უკან. საავადმყოფოში მოსულ ქალს ჰქონდა მაღალი ტემპერატურა, მშრალი ხველა და საერთო სისუსტე. მორიგე ექიმებმა ოპერატიულად აცნობეს ეს ამბავი ეპიდსამსახურს, რათა კორონავირუსზე ანალიზი გაეკეთებინათ, ამის პასუხად კი მიიღეს, – შაბათ-კვირას არასამუშაო დღეებია და ორშაბათს მოვიდესო. ქალი შინ გაბრუნდა. შტაბი საერთოდ არ მუშაობს.
ნორმალურ სახელმწიფოში არჩევნებს გადადებდნენ, ყველა საარჩევნო უბანს დახურავდნენ, გადადებდნენ ქორწილებს, არ მივიდოდნენ პანაშვიდებზე, აკრძალავდნენ მასობრივ ღონისძიებებს, დახურავდნენ ბაზრებს, სასტუმროებს, რესტორნებს, საერთო სასადილოებს, მაღაზიებს (გარდა აფთიაქებისა და სასურსათოებისა), საზოგადოებრივ ტრანსპორტს დროებით გააჩერებდნენ, აუცილებელი საჭიროების გარდა, ადამიანებს ქუჩაში სიარულს აუკრძალავდნენ, ყველაფრის გასაკონტროლებლად ქუჩაში ჯარსა და მილიციას გამოიყვანდნენ და კიდევ… შეიძლება მთელი დღის განმავლობაში განვაგრძო ჩამოთვლა.

 

ჩვენთან მსგავსს არაფერს აკეთებენ. გადახედეთ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს – მსოფლიოს ყველა ქალაქი დაცარიელებულია, ქუჩებში ადამიანს ვერსად დაინახავთ, ყველაფერს ჯარი და პოლიცია აკონტროლებს. ნუთუ ფიქრობთ, რომ დედამიწაზე ყველაზე ჭკვიანები ჩვენ ვართ, რადგან ამ მოთხოვნებს არ ვასრულებთ? ჩვეულებრივ ვიქცევით, არა? – ეგებ და, დავუძვრეთ! გარწმუნებთ, ვერ დავუძვრებით. რატომ არის ყველაზე დიდი აფეთქება იტალიაში? – იმიტომ, რომ ზუსტად ჩვენნაირი მენტალიტეტი აქვთ – მოუწესრიგებლები არიან და კანონს არ ემორჩილებიან. დღეს ხელისუფლებაც კი არ გვყავს. სრული ქაოსი გვაქვს და იმიტომ მოგმართავთ თქვენ – აფხაზეთის მოსახლეობას. ჩვენ ბედის ანაბარა ვართ მიდგებული და დახმარებას არ უნდა დაველოდოთ.

 

თვითონვე უნდა დავიცვათ თავი, თორემ მერე გვიანი იქნება.
გთხოვთ, საჭიროების გარეშე შინიდან ნუ გამოხვალთ, არ იაროთ რესტორნებში, კაფეებში, ქორწილებში, დაკრძალვებზე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ორ ადამიანზე მეტი ერთად ნუ დადგებით, არ იაროთ სამსახურებში (სამედიცინო პერსონალისა და ძალოვნების გარდა), ვისაც სოფლად სახლები გაქვთ, სასწრაფოდ გაემგზავრეთ (იქ სუფთა ჰაერი და ნაკლები ადამიანი იქნება), არ იუხერხულოთ ქუჩაში ნიღბით სიარული, ქუჩიდან შინ შესვლისთანავე საპნით დაიბანეთ ხელები და სპირტის შემცველი ხნარებით გაიწმინდეთ, ყოველ საათში სვით ცხელი სასმელები, ჭამეთ ნიორი და მწვანილი (რაც ვიტამინებს შეიცავს).
 

ძალიან გთხოვთ, ყურად იღეთ ჩემი ნათქვამი. ავადმყოფობა არც ეროვნების მიხედვით აირჩევს, არც მოხდენილობის, არც მენტალიტეტის, არც სინდისის, არც სირცხვილის, არც შესაძლებლობებით, იგი ყველას შეეხება.

საკუთარი თავი თუ არ გებრალებათ, თქვენი შვილები და ახლობლები შეიცოდეთ. ნუ დაიმედდებით, რომ თუკი ამ ელემენტარულ წესებს არ შეასრულებთ, მაინც გამოუძვრებით. ვერ გამოუძვრებით.

პანიკა სულაც არ არის საჭირო, მაგრამ იცოდეთ, ვირუსმა უკვე ჩვენამდეც მოაღწია, მთავარია, მას ღირსეულად შევხვდეთ.

ყველას ჯანმრთელობასა და საღ გონებას გისურვებთ!” წყარო
kvirispalitra.ge
გაზიარება83

დაკავშირებული -პოსტები

გიორგი კვარაცხელიას საქმეზე დაკავაბულებს პატიმრობა შეეფარდათ

by მეგა TV
ივლისი 10, 2026
0
გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილია
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ, გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულებს, დავით დეკანოსიძეს და თორნიკე კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დღევანდელ პროცესს არ დასწრებია ბრალდებული თორნიკე კაჭარავა, რომელიც სხვა საქმეზე უკვე იხდის...

დაწვრილებითDetails

“ქურდული გარჩევების” საქმეზე დაკავებულ ლალო გველესიანს და კიდევ 10 პირი პატიმრობა შეეფარდათ

by მეგა TV
ივლისი 10, 2026
0
“ქურდული გარჩევების” საქმეზე დაკავებულ ლალო გველესიანს და კიდევ 10 პირი პატიმრობა შეეფარდათ
მთავარი

"ქურდული გარჩევების" საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და კიდევ 10 პირი პატიმრობაში გაუშვა - გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ გამოაცხადა. 34 წლის ქალი დღევანდელ პროცესზე სხდომის დახურვას ითხოვდა. ცნობისთვის, საქმე ეხება მასშტაბურ სპეცოპერაციას,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელი მევიოლინე ვახტანგ გაგოშიძე ლონდონში, საერთაშორისო კონკურსის Golden Time Talent გამარჯვებული გახდა

by მეგა TV
ივლისი 10, 2026
0
ქუთაისელი მევიოლინე ვახტანგ გაგოშიძე ლონდონში, საერთაშორისო კონკურსის Golden Time Talent  გამარჯვებული გახდა
მთავარი

ზ. ფალიაშვილის სახელობის #2 სამუსიკო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლემ ვახტანგ გაგოშიძემ ლონდონში, საერთაშორისო კონკურს Golden Time Talent - ზე წარმატება მოიპოვა. ( პედაგოგი: შორენა ზვიადაძე) ვახტანგ გაგოშიძე სიმებიანი ინსტრუმენტების კატეგორიაში...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ყოველ 2.3 მოსახლეზე ერთი მანქანა მოდის

by მეგა TV
ივლისი 10, 2026
0
-15 ქულა და ჯარიმა 2000 ლარი – მნიშვნელოვანი ცვლილებები მძღოლებისთვის
მთავარი

2026 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 1 942 480 ერთეულს შეადგენს, აქედან 912 565, ანუ დაახლოებით 47% დედაქალაქში მოძრაობს. თუ მოსახლეობის რაოდენობას ავიღებთ, გამოდის, რომ დედაქალაქში მცხოვრებ...

დაწვრილებითDetails

ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

by მეგა TV
ივლისი 10, 2026
0
ალეკო ელისაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს
მთავარი

ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსი, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი,ალეკო ელისაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, დაკავებულ პოლიტიკოსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული ეპიზოდი...

დაწვრილებითDetails

ალეკო ელისაშვილი სხდომიდან კვლავ გააძევა, მისი რეპლიკების შემდეგ დარბაზში ოვაციების გამო კი სხდომა დახურა

by მეგა TV
ივლისი 10, 2026
0
ალეკო ელისაშვილი  სხდომიდან კვლავ გააძევა, მისი რეპლიკების შემდეგ დარბაზში ოვაციების გამო კი სხდომა დახურა
მთავარი

ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსი, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი საბოლოო სიტყვის წარმოთქმის დროს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა კვლავ გააძევა. აღნიშნულის მიზეზი ელისაშვილის მხრიდან მამუკა მდინარაძისა...

დაწვრილებითDetails

ერთადერთი დაკავებული ქალი “ქურდული გარჩევების” საქმეზე – რას ამბობს პროკურორი

by მეგა TV
ივლისი 10, 2026
0
ერთადერთი დაკავებული ქალი “ქურდული გარჩევების” საქმეზე – რას ამბობს პროკურორი
მთავარი

საქმეების გარჩევა "ქურდული" წესებით" - 35 წლამდე ლალო გველესიანს, რომელიც 29 დაკავებულიდან ერთადერთი ქალია, გამოძიება "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვას ედავება. როგორც დღეს მედიას პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ განუცხადა, ლალო გველესიანმა სხვა პირთა...

დაწვრილებითDetails

ცნობილია რიკოთზე ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა

by მეგა TV
ივლისი 10, 2026
0
ცნობილია რიკოთზე ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა
მთავარი

რიკოთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ბეტონის ჯებირს დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფი და პოლიცია. მანქანაში მყოფი ბავშვი და ქალი კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც...

დაწვრილებითDetails

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა და ეს ტრაგიკული მოვლენაა – რეზოლუციის ტექსტი შეფასებასაც არ იმსახურებს – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ივლისი 10, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა - ტექსტი შეფასებასაც არ იმსახურებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ „ჰააგის დეკლარაციას“ გამოეხმაურა, რომელიც...

დაწვრილებითDetails

ე. წ. ნიკეას ნაგავსაყრელი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა მოინახულა

by მეგა TV
ივლისი 10, 2026
0
ე. წ. ნიკეას ნაგავსაყრელი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა მოინახულა
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, გრიგოლ დალაქიშვილთან ერთად, ქალაქ ქუთაისში ე.წ. ნიკეას ნაგავსაყრელის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"