რუსეთში, ნოვოსიბირსკში მცხოვრებმა ქალმა თავისი მოძალადე მეგობარი მამაკაცი სადილის მომზადებისას შემთხვევით მოკლა.
40 წლის სვეტლანა აბასოვა სამზარეულოში სადილს ამზადებდა და თან ყურსასმენებში მუსიკას უსმენდა ისე, რომ არ ესმოდა გარშემო რა ხდებოდა. სვეტლანამ ვერ დაინახა ვერც თავისი ახალგაზრდა ბოიფრენდი, რომელიც მას ჩუმად მიუახლოვდა და მხარზე ხელი დაარტყა. სვეტლანამ მოულოდნელობისგან მას დანა გაუყარა, მთელი 12 სანტიმეტრით – ასე აუხსნა მომხდარი შემთხვევა სვეტლანამ პოლიციას და სასწრაფო დახმარების ექიმებს.
ის, რომ სვეტლანას ბოიფრენდი ჟენია, მოძალადე და ტირანი იყო, მოგვიანებით გახდა ცნობილი. ქალი ხშირად გამხდარა დამცირებისა და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. მკვლელობის დღესაც ჟენიამ ქალს ფული მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი სცემა. ეს ყველაფერი სვეტლანას ვაჟმაც დაინახა.
მიუხედავად იმისა, რომ ქალი ძალადობის მსხვერპლი თავად იყო, ის მაინც განზრახ მკვლელობის მუხლით გაასამართლეს და 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.