
ავღანეთში, რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ მთავრობამ ქალთა უფლებების შესახებ სპეციალური ბრძანებულება გამოსცა. ბრძანებულებაში ნათქვამია, რომ ისლამური საამიროს ხელმძღვანელობა ყველა შესაბამის ორგანიზაციასა და ტომების უხუცესებს ავალებს, ქალთა უფლებების დაცვის მიზნით სერიოზული ზომები მიიღონ.
ქალთა უფლებების შესახებ სპეციალური ბრძანებულება შემდეგ დებულებებს შეიცავს:
ქორწინების დროს აუცილებელია ზრდასრული ქალის თანხმობა. იძულებით ან ზეწოლით ვერავინ აიძულებს ქალებს ქორწინებას.
ქალი საკუთრება კი არა, არამედ კეთილშობილი და თავისუფალი ადამიანია. არ შეიძლება ქალი სამშვიდობო შეთანხმების და/ან მტრობის დასრულების საგანი იყოს.
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ქვრივზე ძალით ვერავინ დაქორწინდება, ნათესავების ჩათვლით. ქვრივს უფლება აქვს დაქორწინდეს და/ან განსაზღვროს/აირჩიოს თავისი მომავალი.
ქვრივს მემკვიდრეობის მიღებისა და ქმრის, შვილების, მამისა და ნათესავების საკუთრებაში უცვლელი წილის მიღების უფლება აქვს და ქვრივ ქალს ამ უფლებას ვერავინ წაართმევს.
ისინი, ვისაც ერთზე მეტი ცოლი ჰყავთ, ვალდებულნი არიან, ყველა ქალს მისცენ უფლებები შარიათის კანონის შესაბამისად და დაიცვან სამართლიანობა მათ შორის.










