ეგვიპტის სასამართლომ პარლამენტს 21 წლის მსჯავრდებულის მუჰამედ აბელის პირდაპირ ეთერში სიკვდილით დასჯის თაობაზე მიმართა, ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. სასამართლო იმედოვნებს, რომ სხვა პოტენციური დამნაშავეებისთვის ეს ქმედება შემაკავებელი ფაქტორი გახდება და აბელის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამეორებას შეაჩერებს.
როგორც ირკვევა, 21 წლის მოჰამედ აბელს სასიკვდილო განაჩენი მას შემდეგ მიესაჯა, რაც დაადგინეს, რომ მან თანაკურსელი ნაირა აშრაფი დანით სასტიკად მოკლა. თავის მხრივ, მსჯავრდებული დანაშაულს უარყოფს.
გამოცემაში ნათქვამია, რომ დანაშაულის ხასიათი განსაკუთრებით მძიმე იყო, რადგან მსჯავრდებულმა ქალს არაერთხელ დაარტყა ბასრი იარაღი. ფაქტს თვითმხილველებიც ჰყავს.
მსჯავრდებულის ადვოკატი სასიკვდილო განაჩენის შეჩერებაზე აქტიურად მუშაობს. “ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს 60 დღე სასიკვდილო განაჩენის გასაჩივრებისთვის,” – აცხადებს ადვოკატი.
ცნობისთვის, მსოფლიოს 55 ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს სიკვდილით დასჯა.










