წარმოშობით ქართველი, რუსეთში მოღვაწე ჟურნალისტი და პუტინის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი, თინა კანდელაკი თავის ტელეგრამ გვერდზე მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ ვინც მას ემუქრება ყველას მოინელებს.
“ისე იმუქრებიან, ზუსტად ვიცი, მესვრიან კიდეც. ასეც ხდება, პროვოკაციები, მუქარები, ჭორები, არა და არ სრულდება. დატოვეთ ეს ყველაფერი სოციალურ ქსელებში. ქალებს, კაცებს, ვისაც გძულვართ, ყველას მოგინელებთ. თქვენ სადაც განათლება მიიღეთ, მე ეგ სკოლა 10 წლის წინ გავიარე. ნუ იქნებით ასეთი უგუნურები”
ბაღდათში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ბაღდათში ყველის არალეგალურ საწარმოს საქმიანობა შეუჩერეს. სააგენტოს ცნობით, ინდივიდუალური მეწარმე ა. მ. (მის: ბაღდათის რაიონი, სოფელი როხი) სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის...










