“ქალბატონო ნანუკა მელოდე” – “ქართული მარშის” მაჟორიტარობის კანდიდატი ხონში, წყალტუბოში, სამტრედიასა და ვანში ნანა ცაგურია ამავე ოქლების მაჟორიტარ კანდიდატს “ნაციონალური მოძრაობიდან” ნანუკა ჟორჟოლიანს აფრთხილებს.
“რაც დღეს გრიგოლ ვაშაძის ოფისთან გააკეთა “ქართულმა მარშმა” იგივეს ვაპირებ მე ჩემს ოპონენთატთან ქალბატონ ნანუკა ჟორჟოლიანთან. ქალაბტონო ნანუკა მელოდე წყალტუბოში შენსავე შტაბში, მოვალ, მოგხედავ როგორც საჭიროა. იმიტომ რომ ნაც მოძრაობა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს” – განაცხადა ნანა ცაგურიამ.
დღეს, ქუთაისში “ქართული მარშის” წევრებმა “ნაციონალური მოძრაობის” ოფისი დააბოქლომეს.