რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, კრამატორსკისა და ბახმუტის რაიონებში, დასახლებული პუნქტები რეაქტიული არტილერიით დაბომბეს. ქალაქ ბახმუტის წინააღმდეგ რუსეთმა სამხედრო ავიაციაც გამოიყენა.
დონეცკის ოლქში, უკრაინის არმიამ, რამდენიმე მიმართულებით, რუსი ოკუპანტების იერიშები მოიგერია, ორ ადგილას კი, ბრძოლა გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის არმიის გენშტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
საოკუპაციო ძალები ისევ უშედეგოდ ცდილობენ, კონტროლი მოიპოვინ უგლეგორსკის თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე და პოზიციები გაიმყარონ ხერსონში, სადაც უკრაინული არმია ქალაქის გათავისუფლების ოპერაციას ატარებს და მის დასრულებას სექტემბრისთვის გეგმავს.