ავღანეთის თავდაცვის მინისტრის სახლზე თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 20 დაშავდა. ინფორმაციას Agence France-Presse ავრცელებს.
ინციდენტი ქაბულში მოხდა. ამასთან ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდამსხმელები ლიკვირიდებულები არიან.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ძლიერი აფეთქება მოხდა, რასაც სროლა მოჰყვა.










