LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პურის ფასმა თითქმის 10 თეთრით მოიმატა

ფქვილი შესაძლოა, კიდევ გაძვირდეს

დაპოსტა 2020/10/20-ში
A A
237
ნახვა
გაზიარება

რუსული საექსპორტო ხორბლის ფასი, კვლავ იზრდება. მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელის ავთანდილ სილაგავას თქმით, ქვეყანაში არსებული გარდამავალი მარაგების ამოწურვის შემდეგ, ხორბალი და ფქვილი გაძვირდება საქართველოშიც.

ლევან სილაგავას თქმით, მსოფლიო ბაზარზე არსებული რთული ვითარების კომპენსირებისათვის ხელისუფლება მზად არის სხვადასხვა მეთოდებით ჩაერიოს, რათა პური არ გაძვირდეს.

,,ჩვენ ამ ეტაპზე გვაქვს გარდამავალი მარაგები, თუმცა ყოველი შემდგომი შემოტანა წინაზე უფრო ძვირია. ამის მიუხედავად, საშუალო შეწონილი ფასით, ჯერჯერობით ფასი სტაბილურია. წისქვილკომბინატებს ფასი არ გაუზრდიათ.

რაც შეეხება მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესებს, ვგულისხმობ ხორბლის გაძვირებას, ეს განპირობებულია ქვეყნების მხრიდან მარაგების ზრდით, რაზეც ცალსახად, პანდემიამ იქონია გავლენა. არადა, წელს შარშანდელთან შედარებით მოსავლის რაოდენობა საკმაოდ კარგია და ჩვეულებრივ სიტუაციაში ფასების ზრდა არ უნდა მომხდარიყო. უარყოფით ფაქტორებს შორისაა ისიც, რომ რუსეთში კვლავ დაიწყო საუბარი ექსპორტზე კვოტირების შემოღებაზე ახალი წლიდან.

ჩვენ გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია სამთავრობო სტრუქტურებთან, რომლებიც ფასის მონიტორინგს აწარმოებენ და არაერთხელ ითქვა სოფლის მეურნეობის მინისტრის მხრიდან, მათ შორის საჯაროდაც, რომ თუ იქნება სერიოზული პრობლემები, ისინი მზად არიან ჩაერიონ სხვადასხვა მეთოდებით. ეს სავარაუდოდ, იქნება თავად ხორბლის და ფქვილის ან პირდაპირ პურის ფასის სუბსიდირება.“-განმარტა სილაგავამ.

მისივე თქმით, ფქვილი არ არის ერთადერთი კომპონენტი პურის ფასში, რომლის ღირებულებაც გაუფასურებული ლარის გამო იზრდება.

,,ფასის ზრდას ყველა კომბინატი წყვეტს ინდივიდუალურად, იმის მიხედვით, ვის რამდენი აქვს მარაგი. ზოგადად, ფასის ცვლილება თვენახევარში ან ერთ თვეში აისახება. ჩვენ, ამ ეტაპზე ვუახლოვდებით ზღვარს, როცა შესაძლოა, გაიზარდოს ფქვილის ფასი, გამომდინარე ძვირად ნაყიდი ხორბლიდან. დღეს 1 ტომარა ფქვილის ფასი 47-52 ლარის ფარგლებში მერყეობს. მატება ალბათ, მოხდება 2-3 ლარით და შესაძლოა, რომ ესეც არ იყოს კრიტიკული პურის ფასის ზრდისთვის. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ფქვილის ფასი, პურის ფასის მხოლოდ 50%-ია და დანარჩენი, ტრანსპორტირებაზე, საფუარზე, ზეთზე, შეფუთვაზე, კომუნალურ ხარჯზე და სხვა კომპონენტებზე მოდის, რაც ასევე ლარის კურსის გაუფასურების გამო გაზრდილია. ამიტომ პურზე ფასის ცვლილება ალბათ, ნელნელა მოხდება, ზოგი უფრო ადრე გააძვირებს, ზოგი შემდეგ, მაგრამ ეს ჯერ მაინც არ არის კრიტიკული ზღვარი“- განაცხადა სილაგავამ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ხორბლის ერთ-ერთი უმსხვილესო იმპორტიორი რუსეთია, სადაც ერთი ტონა საექსპორტო ხორბლის ღირებულებამ 250 დოლარს მიაღწია მაშინ, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 195 დოლარი იყო.

2020 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანაში ხორბლისა და მესლინის იმპორტმა შეადგინა 80,358 მლნ დოლარი, ჯამში 368 746 ტონა. ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,1%-ით მეტია. 2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ 74,278 მლნ დოლარის ღირებულების ხორბალი და მესლინი იყიდა, სულ 343 689 ტონა.

bpn.ge

გაზიარება95

დაკავშირებული -პოსტები

ვალუტის განახლებული კურსი 19 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7189 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7223 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0034...

დაწვრილებითDetails

ოქროს და ვერცხლის ფასი მცირდება – რა ღირს ერთი გრამი საქართველოში

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასი მცირდება. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 988 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.29%-ით შემცირებული მაჩვენებელია. რაც...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 18 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 18 მარტისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.7223, ევრო – 3.1336, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6286 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

რა ღირს ოქრო და ვერცხლი მსოფლიო ბირჟებსა და საქართველოში

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი სტაბილურ მაჩვენებელზეა. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 019 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.50%-ით მატებას წარმოადგენს. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 17 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 17 მარტისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.7365, ევრო – 3.1382, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6300 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

განახლებული ვალუტის კურსი 13 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7321 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7300 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0021...

დაწვრილებითDetails

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – განახლებული კურსი

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7300 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7438 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0138...

დაწვრილებითDetails

„მუნიციპალიტეტებში 4.886 მლნ ლარის ტრანზაქცია შესრულებულია ისეთ ანგარიშზე, რომლის იდენტიფიცირებაც ვერ მოხერხდა“ – აუდიტი

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან
ეკონომიკა

„მუნიციპალიტეტებში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები,“ - ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ მუნიციპალიტეტების 2022-2023 წლების საბიუჯეტო პროცესის მართვის შესაბამისობის აუდიტშია აღნიშნული, რომელსაც "ბიზნესპრენიუსი" აქვეყნებს. აუდიტის...

დაწვრილებითDetails

ოქროს ფასმა ერთ დღეში კვლავ მოიმატა

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
ქორწინების ოქროს ბეჭედი 28%-ით გაძვირდა
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი კვლავ მაღალ მაჩვენებელზეა. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 185 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.96%-ით კლებას წარმოადგენს. რაც...

დაწვრილებითDetails

ოქრო და ვერცხლი კვლავ ძვირდება

by მეგა TV
მარტი 10, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
ეკონომიკა

მსოფლიოში ოქრო კვლავ ძვირდება. GoldPrice-ის მონაცემებით, 10 მარტს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 179 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 1.66%-ით მატებას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"