“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი ნონა მამულაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით ენმ-ს არჩევნებს ეხმაურება და აცხადებს, რომ არჩევნების შედეგი არ იძლევა ისეთი პროცესების დაწყების საშუალებას, რაც დღეს საქართველოს რეალურად სჭირდება.
“ვულოცავ ლევანს გამარჯვებას!
დიდი მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში და დიდი მადლობა მათ, ვინც მე დამიჭირა მხარი.
აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ არჩევნების შედეგები არ მაძლევს იმედის საფუძველს, რომ დაიწყება ისეთი პროცესი, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება. სამწუხაროდ, ეს ჯერ კიდევ წინასაარჩევნო გარემომ აჩვენა…
ლევანს ბევრ წარმატებას ვუსურვებ, პრობლემა ახლა ის არ არის. პრობლემა ისაა, რომ დიდ სურათში – ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა პოლიტიკაზე.
მინდა მჯეროდეს, რომ ის შედეგი არ დადგება, რაც როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში დგება ხოლმე.”-წერს ის .