? ხალხის სიყვარულზე უფრო მნიშვნელოვანი არც თანამდებობაა და არც- ფული!
? დღეს, სამტრედიასთან, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურთან გავჩერდი. მანქანიდან არც გადმოვსულვარ და იქ ვინც იდგა, ყველა მოვიდა, მომესალმა, მადლიერება გამოხატა: დამლაგებელი, ოპერატორი, მენეჯერი
? ერთ-ერთმა მითხრა, სულ მაწუხებდა რაღაც სამედიცინო პრობლემა და ვიდეოების ყურების შემდეგ მიზეზიც გავიგე და მარტივადაც მოვიგვარეო… ისეთი ბედნიერი იყო , ისე უხაროდა… უბრალო ხალხი, ვინც რაღაც 300-400 ლარზე მუშაობს და ექიმთან მისვლის ფულიც კი არ აქვთ…
? განა მე ვარ მარტო ასე? ჩემ გარდა კიდევ ბევრი კარგი ექიმი აკეთებს ასეთ კარგ საქმეს
? ჰოდა, ფულიც და თანამდებობაც წარსულს ჩაბარდება, მაგრამ ჩვენ მიერ სწორად გამოყენებული ფული და თანამდებობა ყველას წინ წაგვწევს.
გიორგი ღოღობერიძე.










