LIVE TV
  • #266 (no title)
  • #122445 (no title)
  • #10174 (no title)
  • #22497 (no title)
  • Account
  • Account
  • Activity
  • cookie
  • HOME
  • Home 1
  • Home 2
  • Home 2
  • Home 3
  • Home 3
  • Login
  • Login
  • Logout
  • Logout
  • Members
  • Members
  • Password Reset
  • Password Reset
  • Register
  • Register
  • User
  • User
  • videotv
  • დრო მოახდენს სასწაულს – ისრაელში დაკარგული ქართველი ებრაელი გოგოს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს
  • ვებ-რეკლამა
  • ვებ-რეკლამა
  • ვებ-რეკლამა
  • ვიდეო
  • კონტაქტი
  • მთავარი გვერდი
  • პირდაპირი ეთერი
  • ფრენები
  • ჩვენ შესახებ
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის

,,ფულადი ჯარიმები იქნება გათვალისწინებული” – ცვლილებები, რომელიც კანონში შედის

დაპოსტა 2025/06/17-ში
A A
221
ნახვა
გაზიარება

საქართველოში უცხოელის მიერ დასაქმების უფლების დარღვევაზე ფულადი ჯარიმები იქნება გათვალისწინებული. შესაბამისი ცვლილებები „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში შედის.

ცვლილებების მიხედვით, ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი იმიგრანტის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე შრომითი საქმიანობა ადგილობრივი დამსაქმებლისთვის (თითოეულ შრომით იმიგრანტზე ინდივიდუალურად) – გამოიწვევს დაჯარიმებას – 2 000 ლარის ოდენობით. ასევე, 2000-ლარიანი ჯარიმა იქნება გათვალისწინებული თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე შრომით საქმიანობაზეც. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლების რამდენჯერმე დარღვევა მოხდება, ორმაგი და სამმაგი ჯარიმა იქნება გათვალისწინებული.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, ცვლილებებით, შრომის ინსპექციის საქმიანობისთვის ხელის შეშლა ან უცხოელის საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის წარუდგენლობა ადგილობრივი დამსაქმებლის შემთხვევაში გამოიწვევს – წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ფიზიკური
პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით; წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარის ან 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით; დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირის), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება, დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით; დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 500 000 ლარს, დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით; დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 500 000 ლარს აღემატება, დაჯარიმებას 7 000 ლარის ოდენობით; ნებისმიერი სხვა დამსაქმებლის, მათ შორის, იმ პირის, რომელიც რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად (გარდა ფიზიკური პირისა), დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. თვითდასაქმებული უცხოელის შემთხვევაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

კანონპროექტით განისაზღვრება, რომ
შრომითი იმიგრანტის მიერ ადგილობრივი დამსაქმებლის ან თვითდასაქმებული
უცხოელის მიერ შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის ცვლილება, რომელზეც გაცემულია შრომითი საქმიანობის უფლება, ამ უფლების განახლების გარეშე, ამ შრომითი იმიგრანტისთვის – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

პროექტით კონკრეტდება, რომ თუ ამ მუხლის დარღვევა რამდენჯერმე მოხდება, გათვალისწინებული იქნება ჯარიმა ორმაგი და სამმაგი ოდენობით.

გაზიარება88

დაკავშირებული -პოსტები

ახალგაზრდა ვანელი სპორტსმენების წარმატება

by მეგა TV
სექტემბერი 3, 2026
0
ახალგაზრდა ვანელი სპორტსმენების წარმატება
მთავარი

ვანის ჭიდაობის სკოლის კიდევ ერთი დიდი წარმატება! 30-31 აგვისტოს გამართულ საქართველოს პირველობაზე სამბოში, ვანის გუნდმა ბრწყინვალე შედეგები აჩვენა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი ძალა! სპორტსმენმა ანასტასია ქისტაური - ოქროს მედალი...

დაწვრილებითDetails

მცხეთაში ერთ-ერთ ქუჩას პატრიარქ ილია მეორის სახელი მიენიჭა

by მეგა TV
სექტემბერი 3, 2026
0
“ისე შემხვდა, თითქოს წლებია მიცნობდა” – ირაკლი ჟვანია პატრიარქთან შეხვედრას იხსენებს
მთავარი

მცხეთაში ერთ-ერთ ქუჩას პატრიარქ ილია მეორის სახელი მიენიჭა “ქალაქ მცხეთაში მდებარე გეოგრაფიულ ობიექტს ე.წ. „სამხედროს ქუჩას“, ისტორიულ ვითარებათა და სხვა ობიექტურ გარემოებათა გამო შეეცვალოს სახელწოდება და მიენიჭოს საზოგადო მოღვაწის - სრულიად...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 2-დან 14 თეთრამდე გაძვირდა

by მეგა TV
სექტემბერი 3, 2026
0
დარღვევა დიზელის 13 ნიმუშში გამოვლინდა, საჯარიმო თანხა კი1 მილიონ ლარზე მეტია
ეკონომიკა

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 2-დან 14 თეთრამდე გაძვირდა - ინფორმაციას გამოცემა BMG ავრცელებს და წერს, რომ საქართველოში საწვავი მსოფლიოში ნავთობის ფასების ზრდის ფონზე ძვირდება. მათივე ცნობით, Gulf-ის ქსელში საწვავი...

დაწვრილებითDetails

გურიაში, მკვლელობაში ბრალდებულის სახლი, გარდაცვლილის ახლობლებმა და მეზობლებმა სრულად გაანადგურეს

by მეგა TV
სექტემბერი 3, 2026
0
გურიაში, მკვლელობაში ბრალდებულის სახლი, გარდაცვლილის ახლობლებმა და მეზობლებმა სრულად გაანადგურეს
მთავარი

ნასაკირალში, პენსიონერის წამებით მკვლელობაში ბრალდებული გოგიტა ელიაძის სახლი, გარდაცვლილის ახლობლებმა და მეზობლებმა სრულად გაანადგურეს. ელიაძეს, გუშინ, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებულმა, პროცესზე, დუმილი დაარღვია და მხოლოდ ის თქვა, რომ დანაშაული, რომელსაც...

დაწვრილებითDetails

გურჯაანში მამაკაცი დაჭრეს

by მეგა TV
სექტემბერი 3, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტში,...

დაწვრილებითDetails

ქორწინება/განქორწინების, გარდაცვალების, დაბადების და გვარის შეცვლის რეგისტრაციის წესები შესაძლოა, შეიცვალოს

by მეგა TV
სექტემბერი 3, 2026
0
ქორწინება/განქორწინების, გარდაცვალების, დაბადების და გვარის შეცვლის რეგისტრაციის წესები შესაძლოა, შეიცვალოს
მთავარი

საქართველოს მთავრობა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისა და მონაცემთა ბაზების მართვის წესების მასშტაბურ ცვლილებას გეგმავს. ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი 2026 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია გათვალისწინებული. კერძოდ,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის “ტორპედოს” 21 წლის ფეხბურთელმა, დიეგო დეისაძემ რუსულ კრასნოდარს სარფიან შეთავაზებაზე უარი უთხრა

by მეგა TV
სექტემბერი 3, 2026
0
ქუთაისის “ტორპედოს” 21 წლის ფეხბურთელმა, დიეგო დეისაძემ რუსულ კრასნოდარს სარფიან შეთავაზებაზე უარი უთხრა
მთავარი

ქუთაისის „ტორპედოს“ ახალგაზრდა მოთამაშემ დიეგო დეისაძემ რუსული კლუბიდან მიღებული სარფიანი შეთავაზება უარყო. ფეხბურთელმა ოკუპანტი ქვეყნის გუნდში გადასვლაზე კატეგორიული პოზიცია თავიდანვე დააფიქსირა, შესაბამისად, მხარეებს შორის პროცესი აქტიურ მოლაპარაკებებშიც კი არ გადაზრდილა....

დაწვრილებითDetails

საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 2 471 ლარს გაუტოლდა – „საქსტატი“

by მეგა TV
სექტემბერი 3, 2026
0
2024 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა და 2004 ლარი შეადგინა – საქსტატი
ეკონომიკა

2026 წლის მე-2 კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 11.9%-ით გაიზარდა და 67.5 მლრდ. ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მათივე ცნობით, ზრდის...

დაწვრილებითDetails

ფასები პროდუქტებზე აგვისტოშიც გაიზარდა

by მეგა TV
სექტემბერი 3, 2026
0
იმერეთზე სუპერმარკეტების შემოსავალების მხოლოდ 7.4% მოდის – რომელი რეგიონია ლიდერი
ეკონომიკა

2026 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.6 პროცენტი შეადგინა - ამის შესახებ აღნიშნულის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშში. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას,...

დაწვრილებითDetails

დააკავეს ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი

by მეგა TV
სექტემბერი 3, 2026
0
სამტრედიაში კაცი მოკლეს
მთავარი

პოლიციამ აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა. დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულისთვის, მათ შორის თაღლითობის, სხეულის დაზიანებისა და მუქარისთვის იძებნებოდა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"