ფოთში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი 4-სართულიანი შენობის ბოლოს სართულს მოედო.
ადგილობრივები ამბობენ, რომ არსებობდა ცეცხლის მთლიან კორპუსზე გავრცელების საფრთხე, თუმცა ადგილზე მხოლოდ 1 სახანძრო-სამშველო ბრიგადა მუშაობდა. მათი თქმით, დამატებითი ძალები ხანძრის ქრობის პროცესში მხოლოდ მოგვიანებით ჩაერთო.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.