გერმანიის ქალაქ ნებრაში თავშესაფარში ფოტოსესიის დროს ლეპარდმა მოდელს თავში უკბინა. ინფორმაციას BBC News ავრცელებს.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც მოდელი ვოლიერში შევიდა, რომელშიც 2 ლეოპარდი – ტროი და პარისი იმყოფებოდნენ.
დაშავებული მოდელი, ჯესიკა ლედოლფი საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს.
” ლოყაზე, ყურზე, თავში მკბენდა”, – განაცხადა მოდელმა.
ცნობილია, რომ ეს ლეოპარდები ადრე Panasonic–ის რეკლამაში მონაწილეობდნენ.
თავდასხმას ცხოველთა უფლებების დამცველი ჯგუფი Peta გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ გარეული კატები მხოლოდ ცხოველთა დაცვის ოფიციალურ ცენტრებში უნდა იყვნენ, სადაც მათი კომერციული მიზნებისთვის გამოყენება არ მოხდება.