მილანის მახლობლად დახარისხების ცენტრში ფოსტის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს კონვერტი, რომელშიც 3 ტყვია იყო მოთავსებული. ის რომის პაპ ფრანცისკესთან იყო გაგზავნილი. ინფორმაციას Corriere della Sera ავრცელებს.
ფოსტის თანამშრომლებიც თქმით. კონვერტში ასევე იყო შეტყობინება ვატიკანში ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებით. წერილი კარაბინერებმა ამოიღეს და პოლიციამ გამოძიება დაიწყო.
გამოცემა ANSA–ს ცნობით, კონვერტი საფრანგეთიდან ჩამოვიდა.










