რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
გავრცელებული ინფორმაციით, საავტომობოილო გზის ფონიჭალის მონაკვეთზე სომხეთიდან მომავალი ტრაილერი 70 წლამდე კაცს დაეჯახა, რომელიც ე.წ. ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა. მომხდარის შედეგად კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.
ავარიის გამო, დაახლოებით 1 საათის განმავლობაში რუსთავი-თბილისის ცენტრალურ გზაზე მიმოსვლა შეჩერებული იყო.