აშშ-ში, ფლორიდაში ცნობილი მწერლის, ერნესტ ჰემინგუეის ორეულების კონკურსი მიმდინარეობს. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ყოველწლიურ ღონისძიება მწერლის დაბადების დღისადმი არის მიძღვნილი. ის კეი უესტში ტარდება, სადაც ჰემინგუეი 1930-იან წლებში ცხოვრობდა და თავისი ცნობილი ნაწარმოები „ვისთვის რეკავს ზარი“ და „ქონა თუ არ ქონა“ შექმნა.
სამდღიანი კონკურსი 21 ივლისს დაიწყო, ის სხვდასხვა ღონისძიებისგან შედგება. გამარჯვებულს კი დღეს ღამე გამოავლენენ. წელს მასში 135 ადამიანი მონაწილეობს. ორეულების კონკურსი „ჰემინგუეის დღეების“ ნაწილია.