ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დასკვნის მიხედვით 2014-2019 წლებში 25 პროცენტით გაიზარდა პერსონალის რაოდენობა, შრომის ანაზღაურა კი 71 პროცენტით – საკითხზე ბრიფინგი გამართა ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ხონის ოფისში.
როგორც ბრიფინგზე პარტიის წევრებმა განაცხადეს ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში, სახელმწიფო აუდიტის დასკვნის საფუძველზე ჩნდება ეჭვი რომ, მათ ფიქტიურად აქვთ შექმნილი შტატები და მერია წინა საარჩევნოდ პარტიულ აქტივს აფინანსებენ.
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზვიად ჩიმაკაძე ერთი წელია ითხოვს ინფორმაციას საჯარო მოხელეების შესახებ, თუმცა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოტივით მერიისგან აღნიშნულ ინფორმაციას ვერ იღებს.
სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით საქართველოს მუნიციპალიტეტებში 67 ააიპ-ია, როგორც დასკვნაშია აღნიშნული, დასაქმებული ადამიანებისთვის არ არის საკმარისი ინვენტარი (კომპიუტერები, საოფისე ავეჯი და ინვენტარი), რიგ შემთხვევებში დასაქმებულს არ აქვთ სამუშაო ოთახები.
ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ რომ, საკითხზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.










