ღოღობერიძე იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებიც კორონავირუსით არიან ინფიცირებულები, ან ვირუსი ახლახანს გადაიტანეს.
“ატარეთ რაც შეიძლება მოტკეცილი შარვალი, ეს დაახლოებით უტოლდება კომპრესულ სახვევებს;
დაწოლისას შეეცადეთ, ფეხები გქონდეთ გულის დონეზე ოდნავ მაღლა, ტერფების ქვეშ დაიდეთ ბალიში. ამ შემთხვევაში ხელს უწყობთ ღრმა ვენები კარგად დაიცალოს;
ფეხი ფეხზე არ გადაიდოთ, თუ ხართ კოვიდინფიცირებული ან ახლახან მოიხადეთ ინფექცია. ასეთ დროს მუხლქვეშა ვენას კეტავთ, სისხლი ჩერდება ღრმა ვენებში, რაც იწვევს თრომბოზს;
წონის შემცირება თამაშობს ძალიან დიდ როლს;
სითხეები მიიღეთ საკმარისი რაოდენობით;
თუ გაქვთ თრომბოზის ოჯახური ისტორია, შეეცადეთ, საკვებში ნაკლებად მიიღოთ ისპანახი, მასში ძალიან ბევრია კა ვიტამინი, ასეთ დროს კი თრომბოზისკენ მიდრეკილ ადამიანებში იზრდება რისკი”, – აცხადებს გიორგი ღოღობერიძე.










