საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი 2021“ ხვალ 1 ივლისს დაიხურება. ცერემონია ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში გაიმართება.
1 ივლისი ფესტივალი „თეატრალური იმერეთი 2021“ დღის წესრიგი ასეთია:
13:00 საათი – თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილის წიგნის “უახლესი ქართული თეატრის ტენდენციები” პრეზენტაცია გაიამრთება აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სამკითხველო დარბაზში.
17:30 საათი – მესხიშვილის თეატრის ფოიეში, ჟურნალის “თეატრალური ქუთაისი” პრეზენტაცია მოეწყობა.
18:00 საათი – ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სპექტაკლის “ნოსტრადამუსი” წარმოდგენა (რეჟისორი მამუკა ცერცვაძე) მესხიშვილის თეატრის დიდ სცენაზე;
19:00 საათი საერთაშორისო ფესტივალის “თეატრალური იმერეთი 2021” საზეიმო დახურვა და ფესტივალის 13 ნომინაციაში გამარჯვებულთა გამოვლენა-დაჯილდოვება/ მესხიშვილის თეატრის დიდი სცენა.
ფესტივალი “თეატრალური იმერეთი 2021” 17 ივნისს დაიწყო და მაყურებელს საშუალება ჰქონდა მისთვის სასურველ წარმოდგენას დასწრებოდა. ფესტივალზე იმერეთის რეგიონში მოქმედმა პროფესიულმა თუ სახალხო თეატრებმა 13 სპექტაკლი წარმოადგინეს.
წელს ფესტივალი COVID-ის გავრცელების რისკის შესამცირებლად ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა. პროექტს უკვე მეთორმეტე წელია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ერთობლივად ახორციელებს. აღნიშნული ფესტივალი ყოველწლიურად უფრო მასშტაბურია და იმერეთის თეატრების გარდა სხვა დასებიც მონაწილეობენ.