LIVE TV
ხუთშაბათი, ოქტომბერი 9, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ფესტივალი გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო – ქუთაისის საერთაშორისო კინოფესტივალს მერია აღარ დააფინანსებს

დაპოსტა 2024/09/18-ში
21
ნახვა
გაზიარება

ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის ქალაქის მერია აღარ დააფინანსებს, განცხადებას ფესტივალი თავის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. ქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს ფესტივალს საზოგადოების დახმარება სჭირდება:

“მეგა ტვ” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

“ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის მეგობრებო და გულშემატკივრებო!

მოგეხსენებათ, რომ უკვე მე-4 წელია, ქუთაისში ფესტივალს ვატარებთ, რომელიც მნიშვნელოვან მოვლენად იქცა ქუთაისისა და ქუთაისელი მაყურებლისთვის.
ვცდილობთ, რომ ერთი მხრივ მოკლემეტრაჟიან ფილმებს გავუწიოთ პოპულარიზაცია, მეორე მხრივ კი – ქუთაისს დავუბრუნოთ კინო.
მიმდინარე წელი ჩვენთვის განსაკუთრებულად რთული გამოდგა, რადგან კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესების ფონზე, უარი ვთქვით ეროვნული კინოცენტრისა და კულტურის სამინისტროს გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობასა და შესაბამისად – დაფინანსებაზე.
გასული წლების განმავლობაში ფესტივალის გენერალური სპონსორი იყო ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია. რომლის კონტრიბუციაც იყო არათანხობრივი და უზრუნველყოფდა ფესტივალის სტუმრებისა და გუნდის ცხოვრების ხარჯებს.
წელს, მერიაში საკადრო ცვლილებების ფონზე, შეყოვნებებითა და ხარვეზებით მიმდინარეობდა ტენდერის პროცესი, რასაც მაქსიმალურად გაგებით ვეკიდებოდით და ბოლო წუთამდე გვჯეროდა, რომ ამ დაყოვნებების უკან სხვა არაფერი იდგა, რადგანაც წერილობითაც და სიტყვიერადაც გვქონდა შესაბამისი პირების დასტური და მხარდაჭერა
მაგრამ, დღეს, 17 სექტემბერს, ფესტივალის დაწყებამდე ორი კვირით ადრე, მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა ოფიციალური წერილით უარი განგვიცხადა შეთანხმებული პირობების შესრულებაზე, მიზეზად კი საკმარისი თანხის არარსებობა დაასახელა. მათი განცხადებით: “ბოლო თვეების განმავლობაში, წარმოიშვა რამდენიმე გაუთვალისწინებელი პრობლემური საკითხი, რომლის დროული გადაჭრა მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული მოქალაქეთა კეთილდღეობაზე” (ციტატა)
შეპირებულ მხარდაჭერაზე უარის თქმის გარდა, ჩვენთვის დამანგრეველია ის დაკარგული დრო, რაც მერიის გადაწყვეტილების დაგვიანებამ გამოიწვია და ჩვენი ფესტივალი ფაქტობრივად გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო.
მიუხედავად სირთულეებისა, ფესტივალის გუნდი მთელი წელია მხოლოდ ენთუზიაზმის ხარჯზე, ყოველგვარი ფინანსური სარგებლის გარეშე მუშაობს, რომ ღონისძიება კიდევ უფრო მასშტაბური იყოს, ვიდრე გასულ წელს.
ამ შრომის შედეგად, ფესტივალს სხვა უცხოელ სტუმრებთან ერთად წელს ესპანური და მსოფლიო კინოს ვარსკვლავი – მარისა პარედესი ეწვევა!
საბედნიეროდ ფესტივალს კვლავ გვერდში უდგას თიბისი კონცეპტი, ასევე მხარდამჭერები: საზოგადოებრივი მაუწყებელი, ესპანეთის წარმომადგენლობა საქართველოში, საქართველოს ეროვნული არქივი, ჩეხეთის ცენტრი თბილისში, მოლდოვის ნაციონალური კინოცენტრი, ორგანიზაცია “ევროპული კინოფესტივალები”, სტუდები: არებატო და ველოსიპედი, კომპანიები: სარაჯიშვილი და ბორჯომი, სასტუმროები: რუმსი და სტამბა, დოკუმენტური კინოს ასოციაცია DOCA.
ამ მხარდაჭერის დამსახურებით, ფესტივალის მზადების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, შეძენილია უცხოელი სტუმრების სამგზავრო ბილეთები და არასაკონკურსო პროგრამები.
სწორედ ამიტომ, ყველას, ვისთვისაც ეს ფესტივალი მნიშვნელოვანია, გთხოვთ დახმარებას, გვჭირდება ქართველი და უცხოელი სტუმრების სასტუმროში განთავსებისა და მასპინძლობის თანხა. მხარი დაგვიჭირეთ, რათა გავაგრძელოთ ის, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მაყურებლამდე კინოს მიტანა!
ვიმედოვნებთ, რომ 4-9 ოქტომბერს, თქვენი დახმარებით აუცილებლად შევხვდებით ქუთაისში!
შემოწირულობებს ვიღებთ ანგარიშებზე:
GEL: #GE09TB7442736080100010
EUR: #GE75TB7442736180100002
USD: #GE75TB7442736180100002
მიმღები: ხელოვნების განვითარების ფონდი აია
Khelovnebis ganvitarebis pondi AIA

ფესტივალის გუნდი უახლოეს დღეებში გამართავს პრეს-კონფერენციას, სადაც დამატებით კითხვებს გავცემთ პასუხს.” – ვკითხულობთ ფესტივალის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე.

ცნობისთვის, ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ფესტივალი დაგეგმილი ღონისძიებების და მსოფლიო მასშტაბის ადამიანების სტუმრობის შესახებ წერდა. 

ფესტივალი ქალაქში ოქტომბრის დასაწყისში უნდა გაიმართოს.

ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი მეოთხე წელია ტარდება. სამი წლის განმავლობაში ფესტივალის ერთ -ერთი მთავარი სპონსორი ქუთაისის მერია გახლდათ.

გაზიარება8

დაკავშირებული -პოსტები

სიახლე ქუთაისის აეროპორტში

ოქტომბერი 9, 2025
0
მთავარი

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია Wizz Air-ს ახალი მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა 7 ოქტომბერს მიანიჭა. შედეგად, საქართველო იტალიის ქალაქ ვენეციას საჰაერო გზით დაუკავშირდება. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. „ვენეცია...

დაწვრილებითDetails

ავარიას თელავში ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ოქტომბერი 9, 2025
62
მთავარი

ერთი ადამიანი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას თელავის მუნიციპალიტეტშიავარია სოფელ წინანდალში მოხდა.თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და მცირე, ღია ტიპის ტრაქტორს შეეჯახა.შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ...

დაწვრილებითDetails

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი გადაარჩინა

ოქტომბერი 9, 2025
21
მთავარი

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თბილისში უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი გადაარჩინა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში, გვერდი ,,შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ ავრცელებს. ,,თბილისის მე-14 რაიონული სამსახურის 1431 ბრიგადა მისამართიდან ბრუნდებოდა, როდესაც  მიიღო გამოძახება ლოზუნგით “უგონო“....

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

ოქტომბერი 9, 2025
649
მთავარი

9 ოქტომბერს სიყვარულის მქადაგებელი მოციქულის - წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეა. ტროპარი: ჟამსა ვნებისასა წინაშე ჯუარსა მდგომარესა, რომელსა გიწოდა ძმად თვისად მეუფემან და შეგვედრა უბიწოდ მშობელი თვისი, ჰოი ღვთისმეტყველო იოანე,...

დაწვრილებითDetails

სადახლოში მძიმე ავარია მოხდა

ოქტომბერი 9, 2025
553
მთავარი

სადახლოში მძიმე ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ავარიის კადრები. არსებული ინფორმაციით, დაზიანებები მიიღო ერთ-ერთმა მძღოლმა.

დაწვრილებითDetails

ქუთაისელი მწვრთნელი და მოჭიდავე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ოქტომბერი 9, 2025
103
მთავარი

"ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების" მწვრთნელი და ვეტერანი მოჭიდავე გოჩა კირკიტაძე, თავისუფალ ჭიდაობაში, ვეტერანთა შორის (D ასაკობრივ კატეგორიაში, 62 კგ.), ოქროს მედალს დაეუფლა. ვეტერანების მსოფლიო ჩემპიონატი უნგრეთის ქალაქ ტატაბანიაში ჩატარდა. გოჩა...

დაწვრილებითDetails

პოლიციამ მცხეთა-მთიანეთში 42 შეკვრა „მეთადონი“ ამოიღო

ოქტომბერი 9, 2025
25
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე, 1981 წელს დაბადებული ე.ა. დააკავეს. მას ბრალი ედება განსაკუთრებით...

დაწვრილებითDetails

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

ოქტომბერი 9, 2025
18
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს აჭარის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,...

დაწვრილებითDetails

პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

ოქტომბერი 9, 2025
55
მთავარი

დღეს, 9 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართება. სპიკერი:  საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი. ბრიფინგის თემა ჯერჯერობით უცნობია.

დაწვრილებითDetails

9 ოქტომბერს მოსალოდნელი ამინდი ქალაქების მიხედვით

ოქტომბერი 9, 2025
256
ამინდი

9 ოქტომბერს მოსალოდნელი ამინდი საქართველოს ქალაქების მიხედვით, ასეთია: გაგრა +22 - წვიმა სოხუმი +22 - წვიმა ზუგდიდი +24 - წვიმა მესტია +18 - წვიმა ფოთი +22 - წვიმა ბათუმი +22...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».