ქუთაისში გაფრინდაშვილისა და გალაკტიონ ტაბიძის ქუჩებზე მეწყრული პროცესებია განვითარებული. ორივე წერტილი გორის პარკის ქვეშ მდებარეობს. გაფრინდაშვილის ქუჩაზე კრიტიკული მდგომარეობაა ზვიად წერეთლის ოჯახში, რომლის სახლიც ფაქტიურად ჰაერშია გამოკიდებული. ოჯახი უკვე სამი წელია საკუთარ სახლში ვეღარ ცხოვრობს. დამწყრელი ტერიტორია საფრთხეს უქმნის მთელს ქუჩას. რაც შეეხება გალაკტიონ ტაბიძის ქუჩას, აქ მიწის მასა 18 დეკემბერს ძლიერი წვიმის შემდეგ ჩამოიშალა. დაიტბორა საავტომობილო გზა და სასტუმრო. „ევროპა ჩვენი“ სახლიას დამფუძნებელი მერაბ ბარათაშვილი ქალაქში განვითარებულ მეწყრულ პროცესებსა და გამოსავალზე საუბრობს.









