სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შეხვდა.
შეხვედრაზე ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ “პარტნიორობის ამბიციური პროგრამის” ფარგლებში, ერევანს 270 მილიონი ევროს ოდენობის გრანტები გამოეყოფა 4 წლის განმავლობაში. ამასთან ერთად, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ერევანს 65 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს რეფორმების მხარდაჭერისთვის.










