LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დღეს საქართველოში ეკონომიკის რესტარტი შეუძლებელია – გია ხუხაშვილი

ფაქტობრივად, სტუმარს წიხლი ჩააზილა, წადი აქედან, საკმარისია უკვეო – გია ხუხაშვილი ირაკლი კობახიძეზე

დაპოსტა 2021/03/15-ში
A A
304
ნახვა
გაზიარება

წარმოუდგენელი იყო ირაკლი კობახიძის აბსოლუტურად თავხედური განცხადება. ფაქტობრივად, სტუმარს წიხლი ჩააზილა, წადი აქედან, საკმარისია უკვეო, – ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „ინტერპრესნიუსთან“, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირად წარმომადგენლთან კრისტიან დანიელსონთან მმართველი გუნდის ლიდერების გუშინდელი შეხვედრის შემდეგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

მისი თქმით, ხელისუფლება აგრძელებს მცდელობას არა შეთანხმების მისაღწევად, არამედ ვითარების თავის სასარგებლოდ გარდასატეხად.

„წარმოუდგენელი იყო კობახიძის აბსოლუტურად თავხედური განცხადება. ფაქტობრივად სტუმარს წიხლი ჩააზილა, წადი აქედან საკმარისია უკვეო. ამის მერე დანიელსონი ამბობს, რომ არსად არ მიდის. ვფიქრობ, ჩვენ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ ხელისუფლება აგრძელებს მცდელობას არა მოლაპარაკების და შეთანხმების მისაღწევად, არამედ მცდელობას ვითარების გადატეხვის თავის სასარგებლოდ. ხელისუფლება ფიქრობს, რომ კუნთები მას უფრო მეტი აქვს და ძლიერია. ასეთი პოლიტიკით ცდილობს გადააგოროს ეს პროცესი და დაუბრუნდეს პირველ ჩვენებას, როდესაც თვითონ არის სტერილური და აბსოლუტური ძალაუფლების მფლობელი და დანარჩენი პოლიტიკური ელიტა თამაშგარე მდგომარეობაში არის. დაახლოებით, ასეთი მიმართულებით მოძრაობენ და როცა დასჭირდებათ, კონსტრუქციულობანას იმიტაციას ახდენენ“ , – განაცხადა ხუხაშვილმა.

ამასთან, ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ დანიელსონის თბილისში დარჩენამ და ვიზიტის გაგრძელებამ ხელისუფლების უნდობლობას ხაზი გაუსვა და ის რჩება იმისთვის, რომ რეალური შედეგი მისი თანდასწრებით დაიდოს.

„დანიელსონის გაფრენის გადადებით ხაზი გაესვა აბსოლუტურ უნდობლობას ხელისუფლების მიმართ. გუშინ ხელისუფლებამ ამის დემონსტრირება მოახდინა, როდესაც წარმოუდგენლად სკანდალური განვითარება ვნახეთ და ხელისუფლებამ მოლაპარაკებები დასრულებულად გამოაცხადა და ამის შემდეგ, ფაქტობრივად, დანიელსონი იძულებული გახდა ეთქვა, რომ ის კიდევ ერთი დღით რჩება საქართვეოლოში. როგორც ჩანს ხელისუფლება კარგად ცნობილ „ტრიუკს“ ატარებდა, ის, რაც ჩაატარა ღარიბაშვილმა შარლ მიშელის ვიზიტის დროს. როგორც ჩანს ევროპაში კარგად ხედავენ და მათი ეს „ტრიუკები“ კარგად აქვთ გათვლილი. გუშინ კობახიძემ ცოტა იჩქარა და დროზე ადრე დაიწყო ისევ აგრესიული რიტორიკა და დანიელსონი ამის შემდეგ დარჩა თბილისში იმისთვის, რომ რეალური შედეგი მისივე თანდასწრებით დაიდოს, რადგან ნდობა ხელისუფლებისადმი, რომ ისინი დამოუკიდებლად რაღაც შეთანხმებაზე წავლენ ვინმესთან, არ არის. დღეს ხელისუფლების ტაქტიკა არის მარტივი, მათთვის პრობლემაა როგორმე გადააგორონ ბრიუსელის ვიზიტი. რეალურად, განცდა რჩება ასეთი, რომ ესენი არ არინ მონდომებულები იმისთვის, რომ მოლაპარაკებები შედგეს, უბრალოდ, მათთვის პრობლემატური იყო ბრიუსელის ვიზიტის ჩავარდნა ან სერიოზული კრიტიკა ბრიუსელში.

ტაქტიკა არის ის, რომ როგორმე ეს ვიზიტი გაწელონ და გადააგორონ და მერე ისევ დაუბრუნდნენ თავის ცნობილ საომარ რიტორიკას. ეს ტაქტიკა როგორც ჩანს ბრიუსელმა გაშიფრა და დანიელსონი დარჩა იმისთვის, რომ ბრიუსელში ვიზიტამდე დაიდოს კონკრეტული შედეგი“ , – ამბობს ხუხაშვილმა.

ასევე, პოლიტოლოგი ამბობს, რომ თუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა, „ჩვენ ბრიუსელში დავინახავთ ხელისუფლებისთვის არც თუ სასიამოვნო პროცესების განვითარებას“.

„ვფიქრობ, რომ შედეგი უკვე იქნება და გამოჩნდება ბრიუსელში. თუ დღეს შეთანხმება ვერ შედგა და ხელისუფლება ისევ ბუნდოვან ფორმულირებას და დროის გაწელვის ტაქტიკას მიმართა, ამ შემთხვევაში ჩვენ ბრიუსელში დავინახავთ ხელისუფლებისთვის არც თუ სასიამოვნო პროცესების განვითარებას. ასე რომ, ეს არის ჩვეულებრივი ევროპული ოპერაცია მშვიდობისათვის. რაც შეეხება მოლოდინებს ბრიუსელის ვიზიტის შემდეგ, გააჩნია რამდენად პრინციპულად გაარძელებს ევროპული პოლიტიკა ხელისუფლებასთან კომუნიკაციას. თუ ევროპამ ხელისუფლებას ცალსახად უთხრა, რომ ძალიან მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ, აი ამ თამაშების სანაცვლოდ, ამ შემთხვევაში არ გამოვრიცხავ, რომ შეთანხმება შეიძლება შედგეს. რეალურად ხელისუფლებას არ უნდა შეთანხმება. მათი მხოლოდ იძულება შეიძლება და ამ იძულების ფორმები რადიკალური უნდა იყოს“ , – განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „მოლაპარაკებები გაგრძელდება ვიზიტის შემდეგ. შეხვედრები დღეს დასრულებულია, დიალოგი გაგრძელდება მომდევნო პერიოდში“ . ცოტა ხანში კი კრისტიან დანიელსონმა განაცხადა, რომ იმისთვის, რომ პროცესი წინ წავიდეს, კიდევ ერთი დღით რჩება თბილისში.

შეგახსნებეთ, რომ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს სამი დღის წინ ესტუმრა. მან რამდენიმე შეხვედრა გამართა როგორც ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ასევე არასამთავრობო სექტორთან.

გაზიარება122

დაკავშირებული -პოსტები

რა ღირს 1 გრამი ოქრო საქართველოში

by მეგა TV
აპრილი 26, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
ეკონომიკა

გლობალურ ბაზრებზე ოქრო გაძვირებას განაგრძობს. ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ფასი 2.5 აშშ დოლარით გაიზარდა და 4 708 დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ დღის ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 0.05%-ით...

დაწვრილებითDetails

ხონელი, თორნიკე ბექაური თურქეთში გამართულ რობოტიკის მსოფლიო ჩემპიონატზე ჟიურის რჩეული გახდა

by მეგა TV
აპრილი 26, 2026
0
ხონელი, თორნიკე ბექაური თურქეთში გამართულ რობოტიკის მსოფლიო ჩემპიონატზე ჟიურის რჩეული გახდა
მთავარი

ხონის ააიპ ტექსიკოსთა სახლის აღსაზრდელმა თორნიკე ბექაურმა თურქეთში ქალაქ ანტალიაში ფიბონაჩის რობოტიკის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა. იგი ჟიურის რჩეული გახდა. ხოლო საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ათეულში მოხვდა. Fibonacci...

დაწვრილებითDetails

თიანეთში ახალგაზრდა კაცი მოკლეს, მისი ძმა კი დაჭრეს

by მეგა TV
აპრილი 26, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

მთავარის ინფორმაციით, თიანეთში ახალგაზრდა კაცი მოკლეს, მისი ძმა კი დაჭრეს. დანაშაული გასულ ღამეს, კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა. სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია.

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 26, 2026
0
ინდოელი დიპლომათი თბილისში ბავშვებმა გაქურდეს -“ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ”
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1982...

დაწვრილებითDetails

თბილისის 85-ე საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 26, 2026
0
თბილისის 85-ე საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

თბილისის 85-ე საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „სსიპ-ქალაქ თბილისის 85-ე საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულის გიორგი შავშიშვილის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს! უზომოდ დაგვწყვიტე გული...

დაწვრილებითDetails

პოლიციამ ავტომობილის გატაცების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

by მეგა TV
აპრილი 26, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი - 1969 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა კ.მ.-ს...

დაწვრილებითDetails

წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 26, 2026
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკების მოქალაქე - 1990 წელს დაბადებული მ.ი. ბათუმში დააკავეს. დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის...

დაწვრილებითDetails

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის ვინც საზღვარგარეთ მოგზაურობას გეგმავს

by მეგა TV
აპრილი 26, 2026
0
უამინდობის გამო ფრენები გაუქმდა
მთავარი

15 ივლისიდან შანხაისა და თბილისის შორის პირდაპირი ავიარეისები ამოქმედდება. პირდაპირ ფრენებს ჩინური ავიაკომპანია China Eastern Airlines განახორციელებს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, China Eastern Airlines შანხაი-თბილისი-შანხაის მიმართულებით რეგულარულ რეისებს კვირაში სამჯერ შეასრულებს....

დაწვრილებითDetails

1-ელი მაისიდან სანქციები და ჯარიმები იზრდება – დეტალები

by მეგა TV
აპრილი 26, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
მთავარი

პარლამენტმა მესამე მოსმენით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა, რომლითაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და არსებული სანქციები იზრდება. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები 84-ხმით, ერთხმად...

დაწვრილებითDetails

ნიუ-იორკში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ

by მეგა TV
აპრილი 26, 2026
0
ნიუ-იორკში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ
მთავარი

ნიუ-იორკში საქართველოს მოქალაქე ვახტანგ სოლოიანს ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით, 30 წლამდე მამაკაცი ბრუკლინში, Kings Highway-ის მიმდებარედ, Santander Bank-თან ახლოს ცხოვრობს. სოლოიანი ერთ კვირაზე მეტია ახლობლებთან კონტაქტზე აღარ გასულა.ოჯახის წევრები და მეგობრები...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"