ფანჯრებს ვერ ვაღებთ, საშინელ დღეში ვართ – აკაკი წერეთლის ქუჩის ბოლოში მოსახლეობას, როგორც კერძო, ისე საერთო ბინებში კანალიზაციის პრობლემა აქვს. საერთო ბინებში დაზიანებულია შიდა მილები, რის გამოც წყალი დგება სარდაფებში. საერთო პრობლემას წარმოადგენს წყალარინების სისტემის არ არსებობა, რის გამოც კანალოზაცია მიშვებულია ღია არხებზე, გადის სახლების ტერიტორიაზე, მათ ბოსტნებზე და შემდეგ რიონში ჩაედინება. მოსახლეობას მოსავალი ფაქტიურად კანალიზაციის წყალზე მოჰყავს. აწუხებთ გაუსაძლისი სუნი და მწერები. როგორც ისინი ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავენ, არაერთხელ მოთხოვნის მიუხედავად ეს პრობლემა არ გადაიჭრა. მოსახლეობა ამ ეტაპზე კვლავ ითხოვს დახმარებასა და პრობლების მოგვარებას.
”კანალიზაციის სუნია. სუნი გვახრჩობს, გზა და გზა მოდის ეს სუნი ჩვენამდე. სარდაფებში წყალი დგება, კოღო გვაწუხებს. ყურადღებას არავინ არ გვაქცევს. გვპირდებიან მოგვარებას. მოსვლა კარგად იციან საარჩევნოდ, მაგრამ შესრულება არასდროს არ არის. წლებია ასეთი მდგომარეობაა ჩვენთან. როგორმე მოგვაქციეთ ყურადღება.” – ამბობენ წერეთლის ქუჩის მაცხოვრებლები.










