ქუთაისში ვეტერანთა დღე აღნიშნეს. დიდი სამამულოს, აფახაზეთისა და სამაჩაბლოს ომის მონაწილეები ნინოშვილის სკვერში შეიკრიბნენ. მათ პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას. ქუთაისში ამ ეტაპზე 1 900-მდე ვეტერანი ირიცხება ქუთაისში:
„ჩვენ რამდენიმე წლის წინ შევარდნაძის ომის ვეტარანებად ვიგულისხმებოდით, ყურადღება ნაკლები იყო, ახლა შედარებით უკეთესი მდგომარეობაა. დაღუპულების ოჯახებს თითქმის 20 წლის განმავლობაში ერთი თეთრიც კი არა ეძლეოდათ, ახლა კი 1000 ლარიანი დახმარება აქვთ. ვეტერანებთან დაკავშირებით უფრო რთულადაა საქმე, კარგი ისაა რომ სამედიცინო დაზღვევები მოქმედებს და ჩვენ ბიჭებს ავადმყოფობისა და ოპერაციის გამო სახლის გაყიდვა აღარ უწევთ სხვა თუ არაფერი ეს ჯანმართელობის პრობლემები მაინც მოუგვარდათ. ახლა კი ბიჭები ასაკაში არაინ და ღირსეული პენსია სჭირდებათ. განსაკუთრებული ყურადღება იმ ვეტერანებს ჭირდებათ, რომლებსაც ფიზიკური პრობლემები აქვთ. უხელო, უფეხო ადამინს 250 -300 ლარი არ უნდა ჰქონდეს პენსია.” – განმარტა ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის წარმნომადგენელმა დავით ახრახაძემ.